თეგი: რომის პაპი

რომის პაპი: ნუ დავივიწყებთ, ომი სიგიჟეა

რომის პაპი ფრანცისკე იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა მრავალმხრივი დიალოგის მეშვეობით დაიძლევა. რომის პაპმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მონაწილეობდა 26 იანვარს, უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვის საერთაშორისო დღეში. „ღმერთს მშვიდობა ვთხოვოთ, რათა დაძაბულობა და ომის საფრთხე დაიძლიოს სერიოზული დიალოგის გზით და ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებებმა წვლილი შეიტანოს ამ მიზანში. ნუ დავივიწყებთ: ომი სიგიჟეა“, - აღნიშნა რომის პაპმა.

რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია და პოლიტიკოსებს მოუწოდა, თავიანთ ქმედებებთან დაკავშირებით ღვთის წინაშე სინდისი სერიოზულად გამოიკვლიონ. „დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, სულ უფრო და უფრო საგანგაშო სცენარები იხსნება. მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებებისგან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი ტანჯვა გამოიწვიოს ხალხისთვის“, - აღნიშნა რომის პაპმა. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

უპრეცედენტო ფაქტი დიპლომატიურ პროტოკოლში: რომის პაპი რუსეთის საელჩოში მივიდა

რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის საელჩოში  მივიდა, რათა ომის გამო თავისი შეშფოთება გამოეხატა. ვიზიტი ვატიკანის სპიკერმა მატეო ბრუნიმ დაადასტურა. „წმიდა საყდრის პრესსამსახური ადასტურებს, რომ პაპი მივიდა რუსეთის საელჩოში წმიდა საყდართან Via della Conciliazione-ზე, რათა გამოეხატა თავისი შეშფოთება ომის შესახებ. მან იქ მხოლოდ ნახევარ საათზე მეტი დაჰყო. ბრუნი კომენტარს არ აკეთებს არგენტინული მედიის ცნობაზე, რომ 85 წლის პაპმა ვატიკანს შუამავლობა შესთავაზა.   24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

უკრაინის ვიცე-პრემიერი: უკრაინამ რომის პაპს დახმარება სთხოვა

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განაცხადებით, უკრაინამ რომის პაპს სთხოვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკოს, რადგან ომის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული დერეფნების დაშვება მოხდეს.  „იმედი მაქვს, მათ შორის საუბარი გაიმართება“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის თავდასხმებს 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა  

რომის პაპი: უკრაინაში არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომია

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტი „არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომია. მან უკრაინას „წამებული ქვეყანა“ უწოდა, სადაც „ცრემლებისა და სისხლის მდინარეები მოედინება“. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გასულ კვირას, რომის პაპმა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა მოითხოვა. კრემლი ამტკიცებს, რომ მისი შეჭრა უკრაინაში არის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომელიც უკრაინის „დემილიტარიზაციისთვის“ დაიწყო.

რომის პაპი: შეწყვიტეთ ეს ხოცვა-ჟლეტა, ვიდრე ქალაქები სასაფლაოებად არ გადაიქცა

რომის პაპმა უკრაინაში ბავშვებისა და დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დაგმო და მას ბარბაროსობა უწოდა. რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგებისას რომელსაც დაახლოებით 25 ათასი ადამიანი დაესწრო, განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ქალწული მარიამის სახელს ატარებს. „შეწყვიტეთ შეტევები, ვიდრე ქალაქები სასაფლაოებად არ გადაიქცა. ღვთის სახელით გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს ხოცვა-ჟლეტა“, - განაცხადა რომის პაპმა.    

რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს

რომის პაპმა ფრანცისკე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაგმო. რომის პაპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინელები თავიანთ მიწას იცავენ. „ბავშვების სისხლი და ცრემლები, ქალებისა და მამაკაცების ტანჯვა, რომლებიც თავიანთ მიწას იცავენ ან ბომბებისგან გარბიან, ჩვენს სინდისს არყევს. კიდევ ერთხელ კაცობრიობას ემუქრება ძალაუფლების გაუკუღმართებული ბოროტად გამოყენება და პარტიული ინტერესები“, - განაცხადა რომის პაპმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

რომის პაპმა იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში უკრაინელი დევნილი ბავშვები მოინახულა

რომის პაპმა ფრანცისკემ იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში უკრაინელი დევნილი ბავშვები მოინახულა. როგორც ცნობილია, 19 უკრაინელი ბავშვი რომში, ბამბინო ჯეზუს საავადმყოფოში მკურნალობს. მათ უკრაინა ომის დაწყების შემდეგ მალევე დატოვეს. ასევე წაიკითხეთ: რომის პაპი: ნუ დავივიწყებთ, ომი სიგიჟეა

რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“

რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ომს გაუმართლებელი „უაზრო ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა და სთხოვა შეწყვიტონ „ეს ამაზრზენი ომი“. "ძალადობრივი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სამწუხაროდ არ ნელდება", - უთხრა მან ათიათასობით ადამიანს წმინდა პეტრეს მოედანზე მისი ყოველკვირეული საკვირაო მიმართვისას. ასევე წაიკითხეთ: რომის პაპმა იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში უკრაინელი დევნილი ბავშვები მოინახულა

რომის პაპი: სასტიკი და უაზრო ომი თვეზე მეტია გრძელდება, რაც ყველას დამარცხებას ნიშნავს

რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ ,,სასტიკი და უაზრო ომი“ თვეზე მეტია გრძელდება, რაც ,,ყველას დამარცხებას“ ნიშნავს. Associated Press წერს, რომ რომის პაპს რუსეთი აგრესორად არ უხსენებია. ,,ომი ანგრევს არა მხოლოდ აწმყოს, არამედ საზოგადოების მომავალს“, - განაცხადა პაპმა.

Reuters: პაპი ფრანცისკე კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს

პაპი ფრანცისკე უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს. რომიდან მალტაში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტმა პაპს ჰკითხა, განიხილავდა თუ არა უკრაინული მხარის მიპატიჟებას, ჩასულიყო კიევში. "დიახ, ეს საკითხი განიხილება." - თქვა პაპმა ფრანცისკემ. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს უაზრო ომი თვეზე მეტია გრძელდება, რაც ყველას დამარცხებას ნიშნავს  რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“ რომის პაპმა იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში უკრაინელი დევნილი ბავშვები მოინახულა

რომის პაპი პოლონეთში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე პოლონეთში იმყოფება. პოლონეთის პრეზიდენტის Facebook-ზე შესაბამისი ფოტომასალა გამოქვეყნდა.  რომის პაპი უკვე შეხვდა პოლინეთის პრეზიდენტს.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ პაპი ფრანცისკე უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს. რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს უაზრო ომი თვეზე მეტია გრძელდება, რაც ყველას დამარცხებას ნიშნავს  რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“ რომის პაპმა იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში უკრაინელი დევნილი ბავშვები მოინახულა

რომის პაპი: გადადეთ იარაღი. დაე, დაიწყოს სააღდგომო შერიგება

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში სააღდგომო შერიგების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ მან კვირას, ბზობის დღესასწაულის მსახურებაზე განაცხადა. „გადადეთ იარაღი. დაე, დაიწყოს სააღდგომო შერიგება. მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელახლა დატენოთ შეიარაღება და ისევ ბრძოლა დაიწყოთ. არა. შერიგდით, რომ მიხვიდეთ მშვიდობამდე ნამდვილი მოლაპარაკებებით და ასევე იყავით მზად გარკვეულ მსხვერპლზეც ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა რომის პაპმა. რომის პაპმა აქამდეც არაერთხელ მოუწოდა მხარეებს ომის შეწყვეტისკენ. 2 აპრილს მან ასევე განაცხადა, რომ განიხილება მისი უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობაც.

საზღვაო ქვეითი რომის პაპს: დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს ნახავდით, რაც ხდება მარიუპოლში - ზუსტად ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე

უკვე 50 დღეა, ვიმყოფები სრულ ალყაში და არც იმის დროს მაქვს, რამე წავიკითხო, ყოველდღიურად მიწევს ბრძოლა მტრის მიერ ალყაშემორტყმული ქალაქის ყოველი მეტრისთვის. თქვენ, ალბათ, სიცოხლის განმავლობაში ბევრი რამ გინახავთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს ნახავდით, რაც ხდება მარიუპოლში: ზუსტად ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე, - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვალინამ რომის პაპს.  "მის უწმინდესობას, პაპა ფრაციკს! მე არ ვარ კათოლიკე, მართლმადიდებელი ვარ. მწამს ღმერთი და ვიცი, რომ ნათელი გაიმარჯვებს წყვდიადზე. არ მინახავს და არ წამიკითხავს თქვენი მოწოდება მსოფლიოს მიმართ. უკვე 50 დღეა, ვიმყოფები სრულ ალყაში და არც იმის დროს მაქვს, რამე წავიკითხო, ყოველდღიურად მიწევს ბრძოლა მტრის მიერ ალყაშემორტყმული ქალაქის ყოველი მეტრისთვის. თქვენ ალბათ სიცოხლის განმავლობაში ბევრი რამ გინახავთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს ნახავდით, რაც ხდება მარიუპოლში. - ზუსტად ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე. მიაწოდეთ მსოფლიოს სიმართლე, მოახდინეთ ხალხის ევაკუაცია და დაიხსენით ისინი სატანისგან, რომელსაც დედამიწაზე ყველა სულიერის დაწვა სურს! - წერს საზღვაო ქვეითი რომის პაპს", - ვკითხულობთ წერილში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

რომის პაპი: სამწუხაროა, რომ იარაღის მკვლელი ხმაური უფრო მეტად გვესმის, ვიდრე ზარების ხმა, რომლებიც ქრისტეს აღდგომას გვაუწყებენ

„შეაჩერეთ თავდასხმები ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად“, - რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ომის დასასრულებლად ზავის შესახებ მოწოდება კვირას კვლავ გაიმეორა. „სამწუხაროა, რომ ქრისტიანებისთვის ამ უწმინდეს და საზეიმო დღეებში ჩვენ იარაღის მკვლელი ხმაური უფრო მეტად გვესმის, ვიდრე ზარების ხმა, რომლებიც ქრისტეს აღდგომას გვაუწყებენ“, - განაცხადა პონტიფიკოსმა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

მედია: რომის პაპმა, რუსეთისგან სამჯერ მიიღო უარი, მარიუპოლიდან მოქალაქეების გამოსაყვანად ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე

რომის პაპმა ფრანცისკემ, უკარაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დიპლომატიური არხებით, რუსეთს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანად ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა სამჯერ სთხოვა და უარი მიიღო.  იტალიური გამოცემა Il Messaggero-ს ცნობით, სამჯერვე რუსეთმა ვატიკანი მიახვედრა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ გამოყვანის გარანტორი ვერ იქნება. პირველი მცდელობა რომის პაპს მარტის ბოლოს ჰქონდა. ის ამ საკითხზე რუსეთის პატრიარქს დაეკონტაქტა. ვარაუდობდნენ, რომ ოპერაციაში უსახელო მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და ვისვალდას კულბოკასი მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი ჩაიშალა. მეორე მცდელობა იყო აპრილის შუა რიცხვებში, აღდგომაზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, გაზეთი ამტკიცებს, რუსეთმა უსაფრთხოების გარანტია ვერ შეძლო. მესამედ, გასულ კვირას, რომის პაპმა შესთავაზა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან და ზღვით გადაყვანა ვატიკანის გემზე. Il Messaggero-ს ცნობით, ეს წინადადება რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ არ დაკმაყოფილდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ რომის პაპი: გადადეთ იარაღი. დაე, დაიწყოს სააღდგომო შერიგება რომის პაპი რუსეთის პატრიარქს იერუსალიმში აღარ შეხვდება რომის პაპი: სამწუხაროა, რომ იარაღის მკვლელი ხმაური უფრო მეტად გვესმის, ვიდრე ზარების ხმა, რომლებიც ქრისტეს აღდგომას გვაუწყებენ

რომის პაპი: მზად ვარ, მოსკოვში ჩავიდე

ჩემი გზავნილი იყო, რომ მზად ვარ, მოსკოვში ჩავიდე. ცხადია, საჭირო იყო, კრემლის ლიდერს გაეცა ნებართვა. ჩვენ ჯერ ვერ მივიღეთ პასუხი და ჯერ კიდევ დაჟინებით ვითხოვთ, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „ჩემი გზავნილი იყო, რომ მზად ვარ, მოსკოვში ჩავიდე. ცხადია, საჭირო იყო, კრემლის ლიდერს გაეცა ნებართვა. ჩვენ ჯერ ვერ მივიღეთ პასუხი და ჯერ კიდევ დაჟინებით ვითხოვთ“, – განაცხადა რომის პაპმა.რომის პაპი მიიჩნევს, რომ პუტინს არ სურს შეხვედრა. „მაგრამ როგორ არ უნდა გააჩერო ეს სისასტიკე?“ – განაცხადა ფრანცისკემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: რომის პაპი: ნუ დავივიწყებთ, ომი სიგიჟეა რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია უპრეცედენტო ფაქტი დიპლომატიურ პროტოკოლში: რომის პაპი რუსეთის საელჩოში მივიდა  

რომის პაპი: უნგრეთის პრეზიდენტმა მითხრა, რომ რუსებს აქვთ ომის 9 მაისს დასრულების გეგმა

"ორბანმა, როცა მე მას შევხვდი, მითხრა, რომ რუსებს აქვთ ომის 9 მაისს დასრულების გეგმა. ამგვარად ჩვენ უნდა გვესმოდეს ბოლო დღეების განმავლობაში დაპირისპირების სისწრაფის ზრდა", - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა, რითაც უნგრეთის პრეზიდენტთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრას გამოეხმაურა. „ორბანმა, როცა მე მას შევხვდი, მითხრა, რომ რუსებს აქვთ ომის 9 მაისს დასრულების გეგმა. ამგვარად ჩვენ უნდა გვესმოდეს ბოლო დღეების განმავლობაში დაპირისპირების სისწრაფის ზრდა, რადგან ეს არ არის მხოლოდ დონბასი. ეს უკვე არის ყირიმი, ოდესა, ისინი ცდილობენ შავი ზღვის პორტის უკრაინისგან მოწყვეტას“, – განაცხადა რომის პაპმა. შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა დღეს ისევ განაცხადა, მზადაა ჩავიდეს მოსკოვში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: რომის პაპი: ნუ დავივიწყებთ, ომი სიგიჟეა რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია უპრეცედენტო ფაქტი დიპლომატიურ პროტოკოლში: რომის პაპი რუსეთის საელჩოში მივიდა  

რომის პაპი: პატრიარქი კირილი, რომელმაც ომს სრულად დაუჭირა მხარი, არ უნდა გადაიქცეს პუტინის „საკურთხევლის ბიჭად“

რომის პაპმა ფრანცისკემ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი კირილი, რომელმაც ომს სრულად დაუჭირა მხარი, არ უნდა გადაიქცეს პუტინის „საკურთხევლის ბიჭად“ პონტიფიკოსმა, რომელიც ომის დაწყებისას რუსეთის საელჩოს ესტუმრა, თქვა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან 20 დღის შემდეგ, სთხოვა ვატიკანის დიპლომატიის ხელმძღვანელ კარდინალ პაროლინის, გაეგზავნა შეტყობინება პუტინისთვის მოსკოვში წასვლის მზადყოფნის შესახებ. „მაგრამ ვატიკანს ჯერ არ მიუღია პასუხი“, - აღნიშნა ფრანცისკემ. პაპი შიშობს, რომ პუტინს „არ შეუძლია და არ სურს ამ შეხვედრის გამართვა ახლავე“. ამასთან, რომის პაპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს ჯერ არ გეგმავს. მისი თქმით, ის ჯერ მოსკოვში უნდა წავიდეს და პუტინს შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა დღეს ისევ განაცხადა, მზადაა ჩავიდეს მოსკოვში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: რომის პაპი: ნუ დავივიწყებთ, ომი სიგიჟეა რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია უპრეცედენტო ფაქტი დიპლომატიურ პროტოკოლში: რომის პაპი რუსეთის საელჩოში მივიდა

რომის პაპი უკრაინული ბატალიონის, აზოვის მებრძოლების ცოლებს შეხვდა

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინული ბატალიონის, აზოვის მებრძოლების ცოლებს შეხვდა. დენის პროკოპენკოსა და არსენი ფედოსიუკის ცოლები, უკრაინის ელჩთან ერთად პაპს წმინდა პეტრეს მოედანზე შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას  იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავცელებს. ქალები პონტიფიკისთვის ორი წერილისა და ფოტოების მიწოდებას აპირებდნენ. ერთ-ერთი წერილი უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, ონოფრეს ეკუთვნის, მასში მღვდელთმსახური აზოვსტალში ბლოკირებული მებრძოლების გათავისუფლებას ითხოვს.  შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  ასევე წაიკითხეთ:   რომის პაპი: ნუ დავივიწყებთ, ომი სიგიჟეა რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია  

ვატიკანი მზადაა უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს

ვატიკანი მზადაა უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს, თუკი ორივე მხრიდან იქნება მოწვევა. ამის შესახებ წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ნებისმიერი საშუამავლო საქმიანობა მოითხოვს ორი მხრიდან მოწვევას. თუკი წმინდა საყდარი მიიღებს უკრაინის და რუსეთის მხრიდან მოწვევებს, რათა ნებისმიერი შესაძლო საშუალებით ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებათა პროცესს, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებოდით და ყოველმხრივ შევეცდებოდით ამ პროცესისთვის დახმარებას“, - განაცხადა ვატიკანის წარმომადგენელმა. რომის პაპი უკრაინული ბატალიონის, აზოვის მებრძოლების ცოლებს შეხვდა რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელ დმიტრო კულებას შეფასებით, ახლა ის დროა, როდესაც უკრაინაში უნდა შედგეს რომის პაპის ვიზიტი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდება. „მე გადავეცი მთავარეპისკოპოსს იმედი მილიონობით უკრაინელის იმის შესახებ, რომ პონტიფიკოსი ვიზიტით ჩამოვიდეს უკრაინაში. ის გახდება სიმბოლო მხარდაჭერისა და სულიერი ზრუნვისა ყველაზე მძიმე პერიოდში არა მხოლოდ კათოლიკეებისთვის, არამედ მთლიანად უკრაინელი ხალხისთვის. ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც მწყემსმთავარი უნდა იყოს თავის სამწყსოსთან“, - განაცხადა კულებამ.

რომის პაპი: გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ხორბალს, მთავარ საკვებს, როგორც ომის იარაღს

"გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ხორბალს, მთავარ საკვებს, როგორც ომის იარაღს", - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის პორტებში არსებულ ვითარებაზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. „მილიონობით ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებულია ხორბლის ექსპორტზე, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბ ქვეყნებში. გულწრფელად მოგმართავთ, ყველა ძალისხმევა გამოიყენოთ ამ საკითხის გადასაჭრელად, ადამიანის საყოველთაო უფლებების უზრუნველსაყოფად. გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ხორბალს, მთავარ საკვებს, როგორც ომის იარაღს“, - განაცხადა რომის პაპმა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს, სატელეფონო საუბრისას განუცხადა თავის უკრაინელ კოლეგას, რომ ანკარა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ზღვით ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის მცდელობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. პარასკევს ზელენსკიმ თქვა, რომ 22 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს, რუსეთის მიერ არის შეჩერებული, რაც გამოიხატება შავი ზღვისა და აზოვის ზღვების გავლით ძირითადი საექსპორტო გზების ბლოკადაში. კრემლმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ მდაბლოკა მარცვლეულის მიწოდება უკრაინიდან და დასავლეთი დაადანაშაულა ქმედებებში, რამაც მისივე მტკიცებით, ეს კრიზისი გამოიწვია. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა გაეროს ხელმძღვანელობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის „საზღვაო ოპერაციაზე“ მუშაობს  

უკრაინელი ბავშვი რომის პაპს: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება?

რომის პაპი უკრაინაში ჩასასვლელად შესაფერის დროს ეძებს, ახლა შესაძლოა, მისმა ვიზიტმა მთელ მსოფლიოს უფრო მეტი ზიანი მოუტანოს ვიდრე სარგებელი, - ამის შესახებ Vatican News წერს. რომის პაპი: უკრაინელები იმსახურებენ მშვიდობას რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს შაბათს, რომის პაპმა ფრანცისკემ ბავშვებთან შეხვედრისას უკრაინელ ბავშვს უთხრა, რომ სურს უკრაინაში ჩასვლა და შესაძლო ვიზიტს უკრაინის ოფიციალურ პირებთან განიხილავს. პაპი ფრანცისკეს პრეს-სამსახურის სტენოგრამის თანახმად, უკრაინელმა ბავშვმა, სახელად ზახარმა რომის პაპს უთხრა მას არ აქვს თხოვნა, მაგრამ აქვს კითხვა: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იტანჯება?  

რომის პაპი: გთხოვთ, კაცობრიობა არ გაანადგუროთ

უკრაინაში ომის დასასრულებლად, რომის პაპმა ფრანცისკემ ლიდერებს მოუწოდა, დიპლომატიური გადაწყვეტის გზები მოიძიონ. რომის პაპმა ეროვნულ ლიდერებს მოუწოდა, პატივი სცენ ადამიანის სიცოცხლეს და შეაჩერონ ქალაქებისა და სოფლების ნგრევა. უკრაინელი ბავშვი რომის პაპს: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება? რომის პაპი: გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ხორბალს, მთავარ საკვებს, როგორც ომის იარაღს „გთხოვთ, ნუ მიიყვანთ კაცობრიობას დანგრევამდე. აწარმოეთ რეალური მოლაპარაკებები, კონკრეტული მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი გადაწყვეტისთვის. მოუსმინეთ იმ ადამიანების სასოწარკვეთილ ხმას, რომლებიც იტანჯებიან - ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ მედიაში - პატივი ეცით ადამიანის სიცოცხლეს, შეაჩერეთ ყველგან ქალაქებისა და სოფლების ნგრევა", - აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ. 4 ივნისს, რომის პაპმა ფრანცისკემ ბავშვებთან შეხვედრისას უკრაინელ ბავშვს განუცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლა სურს და შესაძლო ვიზიტს უკრაინის ოფიციალურ პირებთან განიხილავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რომის პაპი: მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური, პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ დედამიწაზე მესამე მსოფლიო ომია გამოცხადებული. ამის შესახებ თურქული მედია გამოცემა La Stampa-ზე დაყრდნობით წერს. რომის პაპი: გთხოვთ, კაცობრიობა არ გაანადგუროთ „რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა განცდა, რომ მესამე მსოფლიო ომში ნაწილ-ნაწილ ვცხოვრობთ. დღეს კი მჯერა, რომ მესამე მსოფლიო ომი გამოცხადდა“, - აცხადებს რომის პაპი. უკრაინელი ბავშვი რომის პაპს: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება? რომის პაპი: გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ხორბალს, მთავარ საკვებს, როგორც ომის იარაღს მისი თქმით, საჭიროა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ემართება კაცობრიობას, „რომელიც ერთ საუკუნეში სამ მსოფლიო ომს გადაურჩა“. მან გაიხსენა აფრიკის ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე ომები, ასევე რუანდაში 25 წლის წინ მომხდარი კონფრონტაცია. პონტიფიკოსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსოფლიო ომის მდგომარეობაშია. 4 ივნისს, რომის პაპმა ფრანცისკემ ბავშვებთან შეხვედრისას უკრაინელ ბავშვს განუცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლა სურს და შესაძლო ვიზიტს უკრაინის ოფიციალურ პირებთან განიხილავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რომის პაპი: ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს

ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. ამასთან რომის პაპმა რუსული ძალების მიერ კრემენჩუკში, ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში განხორციელებული თავდასხმა დაგმო. ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ძალებს სამოქალაქო პირების განზრახ მიზანში ამოღებაში ადანაშაულებს „ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს და მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, ნუ დავიღლებით მშვიდობისთვის ლოცვით. ყოველდღე გულით ვატარებ ძვირფას და წამებულ უკრაინას, რომელიც განიცდის ისეთ ბარბაროსულ თავდასხმებს, როგორიც იყო კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული დარტყმა”, - განაცხადა პაპმა ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

რომის პაპი შესაძლოა, უკრაინაში ჩავიდეს

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ თვის ბოლოს კანადაში მოგზაურობის შემდეგ ეწვიოს უკრაინას და რუსეთს. ამის შესახებ რომის პაპმა Reuters-თან განაცხადა.  „ვისურვებდი უკრაინაში ჩასვლას და ვისურვებდი ჯერ მოსკოვში ჩასვლას. ჩვენ ამის შესახებ გზავნილები გავცვალეთ, რადგან ვფიქრობდი, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი მომცემდა პატარა ფანჯარას, იქ წავიდოდი, რათა მემსახურა მშვიდობის საქმისთვის. ახლა, როდესაც კანადიდან დავბრუნდები, შესაძლოა, შევძლო უკრაინაში გამგზავრება. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რუსეთში წასვლა, რათა ვცადო დახმარება, თუმცა ვისურვებდი ორივე დედაქალაქში ჩასვლას“, – განაცხადა რომის პაპმა. რომის პაპი: ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს რომის პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ასეთი ვიზიტისთვის შესაფერისი მომენტი უნდა შეირჩეს. მოსკოვში ჯერ არცერთი პაპი არ ჩამოსულა. Vatican News-ის ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე კანადას 24-30 ივლისს ეწვევა.   

რომის პაპი: მე ახლოს ვარ უკრაინელ ხალხთან, რომელიც ყოველდღე რაკეტების წვიმაშია

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე. „მე ყოველთვის ახლოს ვარ ნაწამებ უკრაინასთან, რომელსაც ყოველდღე რაკეტების წვიმაშია ურტყამს. როგორ შეიძლება, ვინმეს არ ესმოდეს, რომ ომი მხოლოდ ნგრევას და სიკვდილს იწვევს, ადამიანებს აშორებს, კლავს სიმართლეს და დიალოგს. ვლოცულობ და იმედი მაქვს, რომ ყველა საერთაშორისო აქტორი ნამდვილად იმუშავებს მოლაპარაკებების განახლებისთვის“, - ამბობს რომის პაპი ფრანცისკე.  

რომის პაპი ისტორიული ვიზიტით კანადაში გაემგზავრა

რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით კანადაში გაემგზავრა. ვატიკანმა მოგზაურობას„სინანულის მომლოცველობა" უწოდა. რომის პაპმა უკრაინაში ჩასვლის სურვილი კვლავ გამოთქვა. მანამდე, მან Reuters-თან ინტერვიუში 4 ივლისს განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ თვის ბოლოს კანადაში მოგზაურობის შემდეგ ეწვიოს უკრაინას და რუსეთს. აღნიშნა, რომ ასეთი ვიზიტისთვის შესაფერისი მომენტი უნდა შეირჩეს. მოსკოვში ჯერ არცერთი პაპი არ ჩამოსულა. Vatican News-ის ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე კანადას 24-30 ივლისს ეწვევა. რომის პაპი შესაძლოა, უკრაინაში ჩავიდეს კანადაში ვიზიტისას რომის პაპი პრემიერ-მინისტრ ჯასტი ტრუდოს შეხვდება. CNN წერს, რომ პონტიფიკოსი ადგილობრივი მკვიდრი ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობის საკითხში კათოლიკური ეკლესიის როლის გამო ბოდიშის მოხდას აპირებს. მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, კათოლიკური ეკლესიის მეთაური კვებეკს (ქალაქი კანადაში, კვებეკის პროვინციის დედაქალაქი) და იკალუიტსაც (ქალაქი კანადის ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის ტერიტორიის ნუნავუტის ადმინისტრაციული ცენტრი) ეწვევა. ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე ასობით უსახელო საფლავი იპოვეს. როგორც ბრიტანული გამოცემა კანადის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერდა, აღმოჩენილია სულ მცირე 751 საფლავი. კანადის მკვიდრი მოსახლეობის ასამბლეის ხელმძღვანელმა, პერი ბელეგარდმა აღმოჩენას „ტრაგიკული, თუმცა არაგასაკვირი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში ერთ-ერთი ინდიელი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს. მე-19-20 საუკუნეებში კანადაში, მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების იძულებითი ასიმილიაციის მიზნით, სკოლა-ინტერნატები სავალდებულო იყო. სკოლები მთავრობისა და რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 000 ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს. სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაიცვალა 4 100-ზე მეტი ბავშვი. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.

რომის პაპმა კანადის მკვიდრ მოსახლეობას კათოლიკური ეკლესიის ქმედებებისთვის ბოდიში მოუხადა

რომის პაპმა კანადის მკვიდრ მოსახლეობას კათოლიკური ეკლესიის ქმედებებისთვის ბოდიში მოუხადა. „აქ იმიტომ ვარ, რომ ესაა ჩემი „სინანულის მომლოცველობის“ პირველი ნაბიჯი. ისევ უნდა გთხოვოთ პატიება. მე გეუბნებით თქვენ, ძალიან, ძალიან ვწუხვარ“, - განაცხადა რომის პაპმა. ცერემონია ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე ჩატარდა. რომის პაპის ბოდიშის მოსახდელად ასობით ადამინი მივიდა. მათ ტრადიციული სამოსი ეცვათ. ცერემონიას ესწრებოდა კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო.  რომის პაპი ფრანცისკე, 24 ივლისს კანადაში ხუთდღიანი ვიზიტით ჩავიდა. რომის პაპი ისტორიული ვიზიტით კანადაში გაემგზავრა ვატიკანმა ამ მოგზაურობას „სინანულის მომლოცვალობა“ უწოდა. რომის პაპს ედმონტონში პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და გენერალური გუბერნატორი მერი საიმონი დახვდნენ.  ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე ასობით უსახელო საფლავი იპოვეს. როგორც ბრიტანული გამოცემა კანადის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერდა, აღმოჩენილია სულ მცირე 751 საფლავი. კანადის მკვიდრი მოსახლეობის ასამბლეის ხელმძღვანელმა, პერი ბელეგარდმა აღმოჩენას „ტრაგიკული, თუმცა არაგასაკვირი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში ერთ-ერთი ინდიელი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს. მე-19-20 საუკუნეებში კანადაში, მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების იძულებითი ასიმილიაციის მიზნით, სკოლა-ინტერნატები სავალდებულო იყო. სკოლები მთავრობისა და რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 000 ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს. სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაიცვალა 4 100-ზე მეტი ბავშვი. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ, რომელიც თვითონ კათოლიკეა, ინდიგენული მოსახლეორბის მიმართ პაპის ბოდიში მოითხოვა. ფრანცისკეს კანადაში ჩასვლას მთავრობა პოლიტიკურ წარმატებად აფასებს, რადგან მისი მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასთან შერიგება.  

რომის პაპი: შეიძლება, მალე მოვიდეს დრო, როცა გადადგომაზე ფიქრს დავიწყებ - მაშინ გადავდგები, როდესაც ვიგრძნობ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები საქმის კეთებაში ხელს მიშლის

შეიძლება, მალე მოვიდეს დრო, როცა გადადგომაზე ფიქრს დავიწყებ, რომის პაპის შეცვლა არც კატასტროფაა და არც ტაბუ, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრაცისკემ განაცხადა. როგორც რომის პაპი აღნიშნავს, მაშინ გადადგება, როდესაც იგრძნობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები საქმის კეთებაში ხელს შეუშლის. „შეიძლება, მალე მოვიდეს დრო, როცა გადადგომაზე ფიქრს დავიწყებ. გადადგომის, პენსიაზე გასვლის კარი ღიაა და ეს ნორმალური ვარიანტია, მაგრამ დღემდე ამ კარზე არ დამიკაკუნებია. რომის პაპის შეცვლა არც კატასტროფაა და არც ტაბუ“, - ამბობს პაპი. ცნობისთვის, 85 წლის რომის პაპი კანადას სტუმრობდა. კანადაში ვიზიტის განმავლობაში პაპი ძირითადად ეტლით გადაადგილდებოდა.  

რომის პაპი ყაზახეთს ეწვევა

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 13-15 სექტემბერს ეწვევა. იტყობინება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. რომის პაპი ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ-თოყაევის მიწვევით ჩადის. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, ასევე, მონაწილეობა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესში. ინფორმაცია თავის მხრივ, დაადასტურა წმინდა საყდრის პრესსამსახურმა. Pew Research Center-ის თანახმად, ყაზახეთში მოსახლეობის სულ მცირე 70% მუსლიმია და დაახლოებით 25% - ქრისტიანი, რომელთაგან 1%-ზე ნაკლები კათოლიკეა. იოანე პავლე II იყო პირველი პაპი, რომელიც ყაზახეთს 2001 წლის 22-25 სექტემბერს ეწვია დევიზით - „გიყვარდეთ ერთმანეთი“.      

რომის პაპმა უკრაინის ელჩთან კიევში შესაძლო ვიზიტი განიხილა

რომის პაპმა ფრანცისკმა, ვატიკანში უკრაინის ელჩთან ანდრეი იურაშთან, უკრაინაში შესაძლო ვიზიტი განიხილა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.   რომის პაპი: მე ახლოს ვარ უკრაინელ ხალხთან, რომელიც ყოველდღე რაკეტების წვიმაშია „მე ძალიან ახლოს ვარ უკრაინასთან და მინდა ჩემი სიახლოვე ამ ქვეყანაში ვიზიტით გამოვხატო“ - ესაა პაპი ფრანცისკეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც მან დღევანდელ შეხვედრაზე წარმოთქვა. უკრაინა ბევრი წელია და განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ ელოდება პაპის ვიზიტს. მოხარული ვიქნებით, თუ მის ყაზახეთში ვიზიტამდე პაპს უკრაინაში შევხვდები,“- წერს იურაში Twitter-ზე.  რომის პაპი: ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს მანამდე ცნობილი გახდა, რომ რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 13-15 სექტემბერს ეწვევა.   

რომის პაპი: უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემების გამგზავრება იმედის ნიშანია

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემების გამგზავრებას იმედის ნიშანს უწოდებს. შესაბამისი ტექსტი რომის პაპის Twitter-ზე განთავსდა. „უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემების გამგზავრება იმედის ნიშანია. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შესაძლოა, ბრძოლა დასრულდეს და ხანგრძლივ მშვიდობას მივიღწიოთ“, - წერს რომის პაპი. დღეს უკრაინის პორტს მარცვლეულითა და საკვები პროდუქტით დატვირთული კიდევ ოთხი ხომალდი დატოვებს. რიგით მესამე ტვირთი 160 000 ტონა მარცვლეულს, სიმინდს, მზესუმზირას, ზეთსა და სხვა საკვებ პროდუქტებს შეიცავს. ხომალდების ნაწილი ოდესიდან, ნაწილი კი, ჩერნომორსკიდან გაემგზავრება და დანიშნულების საბოლოო პუნქტები თურქეთი და იტალია იქნებიან. უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველმა სატვირთო გემმა ოდესის პორტი პირველ აგვისტოს დატოვა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებზე ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომის პაპ ფრანცისკეს, სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებზე ელაპარაკა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.   რომის პაპმა უკრაინის ელჩთან კიევში შესაძლო ვიზიტი განიხილა „ვესაუბრე პონტიფიკოსს. მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და სასტიკი დანაშაულების შესახებ უკრაინაში. ჩვენ მადლობელნი ვართ, რომ ის ლოცულობს უკრაინისთვის. ჩვენს ხალხს სჭირდება მსოფლიო სასულიერო ლიდერების მხარდაჭერა, რომლებმაც მსოფლიოს უნდა უთხრან სიმართლე იმ საშინელებებზე, რაც აგრესორმა უკრაინაში ჩაიდინა“, - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.  რომის პაპი: ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს მანამდე ცნობილი გახდა, რომ რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 13-15 სექტემბერს ეწვევა.   

ვატიკანში უკრაინის ელჩმა რომის პაპი ბუჩაში მიიწვია

უკრაინის ელჩმა ვატიკანში ანდრეი იურაშმა რომის პაპი ფრანცისკე, კიევის მახლობლად ბუჩაში, რუსეთის ომის დანაშაულების მტკიცებულებების სანახავად მიიწვია. იურაშის განცხადებით, პაპის ვიზიტი ჯერ კიდევ განიხილება, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება მოელის, რომ რომის პაპი „ჩავა იქ, სადაც რუსეთის არმიამ უდანაშაულო ადამიანები დახოცა. ბუჩაში, კიევიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში, დაახლოებით 1400 უდანაშაულო ადამიანის ცხედარი იპოვეს". მისი თქმით, „უკრაინული მხარე აუცილებლად შესთავაზებს პონტიფიკოსს ბუჩაში ომის დანაშაულის მტკიცებულებების სანახავად ჩასვლას“. იურაშმა თქვა, რომ კიევს სურს, რომ ფრანცისკემ რუსი სამხედროების მიერ მოკლული უდანაშაულო მსხვერპლთა საფლავებზე ილოცოს.   

რომის პაპი: ვილოცებ უკრაინისთვის, უდანაშაულოთათვის, რომლებიც იხდიან ფასს სიგიჟისთვის ყველა მხრიდან, რადგან ომი სიგიჟეა

რომის პაპმა რანცისკემ, კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს, რომ ომის დასრულებისთვის ნაბიჯები გადადგან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, შექმნილი ვითარების გამო კატასტროფის რისკები გაანეიტრალონ.  ვატიკანში უკრაინის ელჩმა რომის პაპი ბუჩაში მიიწვია „იმედი მაქვს, რომ ომის დასასრულებლად და ზაპოროჟიეში ატომური კატასტროფის ასაცილებლად, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება,“ - განაცხადა რომის პაპმა.   ფრანცისკემ თქვა, რომ ილოცებს უკრაინისთვის და „უდანაშალოთათვის, რომლებიც იხდიან ფასს სიგიჟისთვის ყველა მხრიდან, რადგან ომი სიგიჟეა."  

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომის პაპის კომენტარის გამო, სამოციქულო ნუნციო დაიბარა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამოციქულო ნუნციო, არქიეპისკოპოსი ვისვალდას კულბოკასი მიიწვია, რათა პაპ ფრანცისკეს ბოლო კომენტარის გამო იმედგაცრუება გამოეხატა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომელიც კიევში იტალიელ კოლეგასთან ლუიჯი დი მაიოსთან ერთად ბრიფინგი გამართა. „ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ რომის პაპ ფრანცისკეს სრული ციტატა და, უპირველეს ყოვლისა, გადავწყვიტეთ, გამოგვეძახა სამოციქულო ნუნციო საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა გამოგვეხატა უკრაინის იმედგაცრუება“, - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა. ყულებამ დაამატა, რომ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა ნუნციო და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სამინისტროში ნუნციოს გამოძახება უპრეცედენტო შემთხვევაა. „გულწრფელად ვიტყვი, რომ უკრაინა გულის ტკივილს გამოხატავს რომის პაპის სიტყვების გამო. ეს არ იყო სამართლიანი, - აღნიშნა მინისტრმა. როგორც ცნობილია, 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში ააფეთქეს მანქანა, რის შემდეგაც კრემლის მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დაიღუპა.  უკრაინული მედიის ცნობით, პაპმა ფრანცისკემ დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი" უწოდა.  

ვატიკანმა, დარია დუგინასთან დაკავშირებით, რომის პაპის განცხადება განმარტა

მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილ დარია დუგინას შესახებ, რომის პაპის განცახდებაზე კრიტიკის საპასუხოდ, ვატიკანმა განმარტება გააკეთა და სპეციალური განცხადება გაავრცელა.  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომის პაპის კომენტარის გამო, სამოციქულო ნუნციო დაიბარა კათოლიკური ეკლესიის განცხადებაში, ნაწილობრივ, ნათქვამია: „რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში, წმინდა მამა ფრანცისკეს განცხადებები არის მკაფიო და ცალსახად გმობს ომს როგორც მორალურად უსამართლო, მიუღებელსა და ბარბაროსულს“.  „თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ფრანცისკე რისკავს თავისი რეპუტაციით, როდესაც ვლადიმერ პუტინს პირადად არ აკრიტიკებს. ეს არის ვატიკანის მიერ არჩეული პოლიტიკა, რომ არ იყოს მხარე კონფლიქტში, რათა შეინარჩუნოს ეკლესიის კონსტრუქციულობა, შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, წერს The New York Times. ამიტომ დღევანდელი განცხადების მიზანია, რომ ვატიკანმა განმარტოს რომის პაპის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც რომის პაპმა თავის ქადაგებაში დარია დუგინას გარდაცვალებაზე ისაუბრა, (რაშიც რუსეთი უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს); უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ვატიკანის ელჩი, რათა გამოეხატა იმედგაცრუება ფრანცისკეს სიტყვებთან დაკავშირებით.  24 აგვისტოს მომლოცველებთან მიმართვაში, როდესაც უკრაინა აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ, ფრანცისკემ სხვა საკითხებთან ერთად განაცახდა: „მე ვფიქრობ იმ საწყალ გოგოზე, რომელიც მოსკოვში, მანქანაში ბომბის გამო დაიღუპა. ომის ფასს იხდიან უდანაშულო უდანაშაულოები“.  თავის განცხადებაში ვატიკანი განმარტავს, რომ ფრანცისკეს ეს განცხადება ასე უნდა იყოს გაგებული: „ეს არის ხმა, რომელიც ამაღლებულია ადამიანის სიცოცხლისა და მასთან დაკავშირებული ფასეულობების დასაცავად და არა როგორც პოლიტიკური პოზიცია“. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.

რომის პაპმა განაცხადა, რატომ ვერ მიემგზავრება უკრაინაში

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მიემგზავრება.  თუმცა ყველაფერს აკეთებს უკრაინაში ომის შესაჩერებლად და მუდმივი კონტაქტი აქვს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.  რომის პაპი აღიარებს, რომ ომთან დაკავშირებით დიალოგი „რთულია“.  „ახლა არ შემიძლია, გავემგზავრო, რადგან კანადაში ვიზიტის შემდეგ, მუხლის აღდგენის პროცესი შენელდა, ვითვალისწინებ ექიმის რეკომენდაციას. თუმცა მაქვს სატელეფონო კავშირი... ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია“, - აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ.  მისივე თქმით, ვატიკანის რამდენიმე წარმომადგენელი ომის დაწყებიდან კიევში იმყოფება. „ჩვენი წარმომადგენლობა იქ ძლიერია“, - აცახდებს რომის პაპი.  

რომის პაპი ყაზახეთში ხვალ ჩავა

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 13-15 სექტემბერს ეწვევა. რომის პაპი ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ-თოყაევის მიწვევით ჩადის. რომის პაპი ყაზახეთს ეწვევა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, ასევე, მონაწილეობა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესში. Pew Research Center-ის თანახმად, ყაზახეთში მოსახლეობის სულ მცირე 70% მუსლიმია და დაახლოებით 25% - ქრისტიანი, რომელთაგან 1%-ზე ნაკლები კათოლიკეა. იოანე პავლე II იყო პირველი პაპი, რომელიც ყაზახეთს 2001 წლის 22-25 სექტემბერს ეწვია დევიზით - „გიყვარდეთ ერთმანეთი“.  

რომის პაპი ყაზახეთში ჩავიდა

რომის პაპი ყაზახეთში სამოციქულო მოგზაურობის დასაწყებად ჩავიდა.  რომის პაპი ყაზახეთში ხვალ ჩავა მას ნურ-სულთანის აეროპორტში, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების დელეგაცია, მათ შორის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი დახვდა. პაპი ფრანციკეს პირველად პრეზიდენტის სასახლეში მივა, სადაც ის ქვეყნის ხელისუფლებას, საჯარო მოხელეებსა და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება. რომის პაპი ყაზახეთს, მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა მე-7 კონგრესზე დასასწრებად სტუმრობს, რომელშიც 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.  რომის პაპის ვიზიტი ყაზახეთში 15 სექტემბერს დასრულდება.   

რომის პაპი: ჩვენ, ვინც საკუთარ თავებს მორწმუნეებს ვუწოდებთ, როგორ უნდა დავეთანხმოთ სიცოცხლის განადგურებას?!

არ შეიძლება, რელიგია ომის ბოროტების გასამართლებლად იყოს გამოყენებული. ჩვენ, ვინც საკუთარ თავებს მორწმუნეებს ვუწოდებთ, როგორ უნდა დავეთანხმოთ სიცოცხლის განადგურებას? - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განცხადა. რომის პაპმა ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ძალადობა არასოდეს არ უნდა იყოს გამართლებული.  „ღმერთი მშვიდობაა. ის ყოველთვის მიგვიძღვის მშვიდობის და არა ომის გზისკენ. თუ შემოქმედი, რომელსაც ჩვენ მივუძღვენით ჩვენი ცხოვრება, არის ადამიანის სიცოცხლის შემოქმედი, ჩვენ, ვინც საკუთარ თავებს მორწმუნეებს ვუწოდებთ, როგორ უნდა დავეთანხმოთ სიცოცხლის განადგურებას? ძალადობა არასოდეს არ უნდა გავამართლოთ. ნუ დავუშვებთ უვიცთა მიერ სიწმინდის გამოყენებას. სიწმინდე არასდროს არ უნდა იყოს ძალაუფლების საყრდენი“, - განაცხადა პაპმა. ასევე წაიკითხეთ:   ილია მეორე: ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა, ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა  

რომის პაპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე: თავდაცვა სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მორალურად ლეგიტიმურია, რომ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად ქვეყნებმა უკრაინას იარაღი მიაწოდონ. ჟურნალისტებთან საუბრისას რომის პაპმა, რომელიც ყაზახეთიდან, სამდღიანი მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, მოუწოდა კიევს ღია დიალოგისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, რთული იყოს უკრაინული მხარისთვის. „ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იყოს მორალური, მორალურად მისაღები, თუ ეს მორალის პირობებში კეთდება. თავდაცვა არამხოლოდ კანონიერია, არამედ სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა. ვინც საკუთარ თავს არ იცავს, ვინც რაღაცას არ იცავს, ის არ უყვარს. ისინი, ვინც იცავენ რაღაცას, უყვართ“, - განაცხადა რომის პაპმა.  

რომის პაპი: უნდა გავერთიანდეთ უკრაინელი, კეთილშობილი ადამიანებისთვის, რომლებმაც მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს

უნდა გავერთიანდეთ უკრაინელი, კეთილშობილი ადამიანებისთვის, რომლებმაც მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. "გავიგე ადამიანების ტკივილზე, სასტიკ, საზარელ ქმედებაზე, წამებით მოკლულთა გვამებზე, რომელებსაც უკრაინაში პოულობენ. მოდი, გავერთიანდეთ ამ ადამიანებისთვის, ასეთი კეთილშობილი ადამიანებისათვის, რომლებმაც მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს", - განაცხადა რომის პაპმა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რომის პაპი: ამ ტრაგიკული ომის დროს, ზოგი ფიქრობს ბირთვულ იარაღზე, რაც არის სიგიჟე

ამ ტრაგიკული ომის დროს ზოგი ფიქრობს ბირთვულ იარაღზე, რაც არის სიგიჟე, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. რომის პაპი: უნდა გავერთიანდეთ უკრაინელი, კეთილშობილი ადამიანებისთვის, რომლებმაც მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს „მაშინ, როდესაც ამ ტრაგიკული ომის დროს ზოგი ფიქრობს ბირთვულ იარაღზე, რაც არის სიგიჟე. ამ ქვეყანამ თავიდანვე უთხრა „არა“ ბირთვულ იარაღს“, – განაცხადა რომის პაპმა. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რომის პაპი: უპირველეს ყოვლისა, ვევედრები ვლადიმერ პუტინს, შეწყვიტოს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც საკუთარი ხალხის სიყვარულის გამო

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეაჩეროს ძალადობა უკრაინაში. მისი თქმით, კრიზისი საფრთხეს უქმნის ბირთვულ ესკალაციას. რომის პაპმა ასევე დაგმო პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიების ბოლო ანექსია და მოუწოდა მას, ესკალაციის შემთხვევაში საკუთარ ხალხზე იფიქროს. წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილების წინაშე რომის პაპმა ასევე განაცხადა: „უპირველეს ყოვლისა, ჩემი მიმართვა ეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვევედრები მას, შეწყვიტოს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც საკუთარი ხალხის სიყვარულის გამო. მეორე მხრივ, დამწუხრებული ვარ უკრაინის მოსახლეობის უზარმაზარი ტანჯვის გამო, რომელიც მან განიცადა აგრესიის შემდეგ, მე თანაბრად იმედისმომცემი თხოვნით მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის“.    

რომის პაპმა უკრაინის ქალაქების „დაუნდობელი დაბომბვა“ დაგმო

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების „დაუნდობელი დაბომბვა“ დაგმო და მოუწოდა მათ, ვის ხელშიც არის ომის ბედი, შეწყვიტონ ის. ათასობით მომლოცველთან საუბრისას რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მისი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა კიევზე, ხმელნიცკის, ლვოვის, ჟიტომირის, დნიპროსა და სხვა ქალაქებზე. მთლიანობაში, რუსეთმა უკრაინის მასშტაბით 84 რაკეტა გაისროლა, მათგან 43 ჩამოაგდეს. „ამ დღეებში ჩემი გული უკრაინელ ხალხთანაა, განსაკუთრებით იმ ადგილების მცხოვრებლებთან, რომლებიც ინტენსიურად იბომბება. მე გულით ვატარებ მათ ტკივილს“, - განაცხადა რომის პაპმა.      

რომის პაპმა ემანუელ მაკრონს უმასპინძლა

რომის პაპმა ფრანცისკემ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვატიკანში მიიღო. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინას, კავკასიას და ახლო აღმოსავლეთს. წმინდა საყდრის პრესსამსახურის მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე ომზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჰუმანიტარულ ვითარებას. „განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმო კავკასიას, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რეგიონს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. პაპთან აუდიენცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.

რომის პაპი: პოლიტიკური ლიდერები კვლავ ცეცხლითა და რაკეტებით თამაშობენ, ჩვენი საერთო სახლი ფერფლითა და სიძულვილით იფარება

რომის პაპმა ფრანცისკემ, ბაჰრეინის რელიგიათაშორის სამიტზე გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მსოფლიოში ომების შედაგეად შექმნილ ვითარებას მიუძღბვნა. ამის შესახებ Vatican News-ი იტყობინება.  რომის პაპმა აღნიშნა, რომ სამყაროს, რომელსაც „ვიწრო ინტერესები და ომები ამოძრავებს, რელიგიურმა ლიდერებმა კარგი მაგალითი უნდა მისცენ და ვალდებულნი არიან ომით დაზარალებულ ადამიანებსა და ოჯახებს დაეხმარონ“. მისივე თქმით, ორი მსოფლიო ომის შემდეგ, სამყარო მაინც კატასტროფული კონფლიქტების წინაშეა.  „საშინელი ორი მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აჩერებდა სამყაროს, კატასტროფული კონფლიქტები მიმდინარეობს მსოფლიოს ყველა კუთხეში. ბრალდებების, მუქარისა და დაგმობის ფონზე, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით დელიკატური უფსკრულის ზღვარზე და არ გვსურს დაცემა“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ. ამასთან, ფრანცისკემ აღნიშნა, რომ „პოლიტიკური ლიდერები კვლავ ცეცხლითა და რაკეტებით თამაშობენ და ჩვენი საერთო სახლი ფერფლითა და სიძულვილით იფარება“.   

რომის პაპის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის უფლება ლავროვმა არ მისცა

რომის პაპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა 25 თებერვალს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეორე დღესვე სურდა და ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად რუსეთის საელჩოშიც კი მივიდა.  Vatican News-ი, რომის პაპის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ფრანცისკემ გადაწყვიტა ამ თემაზე რუსეთის ელჩთან ესაუბრა, რომელსაც „კეთილ ადამიანად“ მიიჩნევს. პაპმა ფრანცისკემ ამ საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა,რომ საჭიროების შემთხვევაში მოსკოვში ჩავიდოდა და პუტინს შეხვდებოდა. „მე ვუთხარი, რომ მზად ვიყავი მოსკოვში წავსულიყავი პუტინთან სასაუბროდ, თუ საჭირო იყო, მაგრამ ლავროვმა, ელჩს ძალიან თავაზიანად უპასუხა და უთხრა, „გმადლობთ, მაგრამ ამჟამად ეს არ არის საჭირო“, - განაცხადა რომის პაპმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რომის პაპს გადასცეს რუსული ნაღმის ნამსხვრევი, რომელმაც ირპენში ეკლესიის ფასადი გაანადგურა

უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა სვიატოსლავმა, რომის პაპ ფრანცისკეს ვატიკანში, რუსული ნაღმის ნამსხვრევი გადასცა, რომელმაც ირპენში, ეკლესიის ფასადი დააზიანა.   რომის პაპის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის უფლება ლავროვმა არ მისცა „ეს სიმბოლური საჩუქარია, არამხოლოდ იმიტომ, რომ რუსული ნაღმის ფრაგმენტია, რომელმაც გაანადგურა ჩვენი ტაძარი მოწამეობრივ ქალაქ ირპენში... ჩვენ ყოველდღიურად, რუსული ნაღმების, ბომბებისა და რაკეტების ასეთ ფრაგმენტებს სამხედროების, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და თუნდაც უდანაშაულო ბავშვების სხეულებიდან ვიღებთ“, - თქვა სვიატოსლავმა. მისივე თქმით, ეს არის ტოტალური განადგურებისა და სიკვდილის „თვალსაჩინო ნიმუშები“, რომლებსაც რუსეთი უკრაინის მიწაზე სჩადის. რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და დაარწმუნა სვიატოსლავი, რომ ის უკრაინელების გვერდით არის ლოცვითა და კონკრეტული ქმედებებით.   

რომის პაპი: უკრაინაში ომი „იარაღის ინფანტილური ლოგიკით" ვერ დასრულდება. საჭიროა დიალოგი

რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომი „იარაღის ინფანტილური ლოგიკით" ვერ დასრულდება, ამისთვის საჭიროა დიალოგი. რომის პაპის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის უფლება ლავროვმა არ მისცა „მე ვსაუბრობ ომზე, რომლის მსხვერპლიც გახდა ტანჯული უკრაინა...და სხვა კონფლიქტები, რომლებიც იარაღის ინფანტილური ლოგიკით არასდროს გადაწყდება. ეს კონფლიქტები მხოლოდ დიალოგის რბილი ძალით გადაწყდება“, - აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ.  რომის პაპს გადასცეს რუსული ნაღმის ნამსხვრევი, რომელმაც ირპენში ეკლესიის ფასადი გაანადგურა პონტიფიკოსმა გაიხსენა ბაჰრეინში მისი ბოლო ვიზიტი და დიალოგის პრაქტიკის აუცილებლობაზე ისაუბრა.  „ბაჰრეინში, როგორც ჩვეულებაა აღმოსავლეთში, ადამიანები გულზე ხელებს იდებენ, როცა ვინმეს ესალმებიან. მე ასევე ვაკეთებდი იმისთვის, რომ ვისაც შევხვდი, საკუთარ თავში ამ ადამიანებისთვის ადგილი შემექმნა. მიმღებლობის გარეშე დიალოგი ცარიელი რჩება, ის რჩება იდეების საქმედ და რეალობაში ვერ ხორციელდება“, - დასძინა პაპმა ფრანცისკემ.  

რომის პაპი კიევსა და მოსკოვს შუამავლობას სთავაზობს: მშვიდობა იარაღით ვერ მიიღწევა

რომის პაპი ფრანცისკე, აცხადებს, რომ ვატიკანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულოს, რათა ომი დასრულდეს.  კითხვაზე, სჯერა თუ არა მოსაკოვისა და კიევის შეთანხმების, რომის პაპმა უპასუხა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია და ამის მისაღწევად არცერთი მხარე არ უნდა დანებდეს.  „მაგრამ თითოეულმა უნდა მიუძღვნას თავისი გული დემილიტარიზაციას, უნდა შეძლოს ძალადობის განმუხტვა. ჩვენ ყველანი პაციფისტები უნდა ვიყოთ. უნდა გვსურდეს მშვიდობა და არა მხოლოდ ზავი, რომელიც მხოლოდ ხელახლა შეიარაღებას ემსახურება. რეალური მშვიდობა, მხოლოდ დიალოგის შედეგია. მშვიდობა არ მიიღწევა იარაღით, რადგან ის, არ ამარცხებს სიძულვილსა და ბატონობის წყურვილს, რაც ისევ გაცოცხლდება. შესაძლოა, სხვა გზით, მაგრამ მაინც გაცოცხლდება“, - განაცხადა რომის პაპმა.  

რომის პაპმა რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჰოლოდომორის საშინელებას შეადარა

რომის პაპმა ფრანცისკემ, ოთხშაბათს, ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჰოლოდომორის საშინელებას შეადარა.  მისი თქმით, აგონია, რომელსაც უკრაინელები ახლა განიცდიან რუსული აგრესიის შედეგად, შედარებულია ჰოლოდომორის საშინელებასთან, რომელიც უკრაინაში 1930-იანი წლებში, სტალინმა ჩაიდინა. პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ მომავალ შაბათს ყოველწლიურად აღინიშნება ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. „მოდით ვილოცოთ ამ გენოციდის მსხვერპლთათვის და ვილოცოთ ყველა უკრაინელისთვის, ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მოხუცებისთვის, ჩვილებისთვის, რომლებიც დღეს აგრესიისგან ტანჯვას განიცდიან“, - განაცხადა რომის პაპმა.  

რომის პაპის წერილი უკრაინელ ხალხს: თქვენი ტკივილი ჩემი ტკივილია

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ცხრა თვის შემდეგ, რომის პაპი ფრანცისკე უკრაინელ ხალხს წერილს უგზავნის. ამის შესახებ Vatican News-ი იტყობინება. რომის პაპი წერს ქალებს, ძალადობის მსხვერპლს თუ ქვრივებს; ფრონტზე გაგზავნილ ახალგაზრდებს; მარტო დარჩენილ მოხუცებს; მათ, ვინც ლტოლვილად იქცა ან იძულებით გადაადგილებულია; მოხალისეებს და მღვდლებს, ქვეყნის ხელისუფლებას. „დღე არ გავა ისე, რომ თქვენთან ახლოს არ ვიყო და თქვენთვის არ ვილოცო. გულით ვატარებ თქვენს ტკივილს, თქვენი ტკივილი ჩემი ტკივილია.  სხვადასხვა ქალაქებში აღმოჩენილი მასობრივი საფლავები, სხვა უამრავი სისხლიანი გამოსახულებები რომლებმაც ჩვენს სულებამდე მოაღწიეს, გვაიძულებს ვიყვიროთ: რატომ? როგორ შეუძლიათ კაცები სხვა კაცებს ასე მოექცნენ?“. რამდენი ბავშვი დაიღუპა, დაშავდა ან ობლად დარჩა... მე თქვენთან ერთად ვტირი ყველა პატარის გამო, ვინც ამ ომის გამო დაკარგა სიცოცხლე, როგორც კირა ოდესაში, როგორც ლიზა ვინიცაში და ასობით სხვა ბავშვი: თითოეულ მათგანში დამარცხებულია მთელი კაცობრიობა... ახლა ისინი ღმერთთან არიან, ხედავენ თქვენს მწუხარებას და ლოცულობენ მისი დასასრულისთვის“, - ნათქვამია რომის პაპის წერილში. ხელისუფლებისადმი მიმართვისას რომის პაპი წერს: „ტრაგიკულ დროს მათ აქვთ ვალდებულება, მართონ ქვეყანა, მიიღონ შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილებები მშვიდობისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის, სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის განადგურების დროს, როგორც ქალაქში, ისე სოფლად“.

რომის პაპმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია - უკრაინული მედია

რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ომზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან რუსეთის აგრესიაზე მიანიშნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „როცა უკრაინაზე ვსაუბრობ, მე ვლაპარაკობ წამებულ ერზე, წამებულ ხალხზე. თუ არის წამებული ხალხი, არსებობს ვიღაც, ვინც აწამებს მათ. როდესაც ვსაუბრობ უკრაინაზე, ვსაუბრობ სისასტიკეზე, რადგან მაქვს ბევრი ინფორმაცია დამპყრობელი ჯარების სისასტიკეს შესახებ.საერთოდ, ყველაზე სასტიკები ალბათ ისინი არიან, ვინც რუსეთიდან არიან, მაგრამ არ მიეკუთვნებიან რუსულ ტრადიციას, მაგალითად, ჩეჩნები, ბურიატები და ა.შ.რა თქმა უნდა, ის, ვინც თავს ესხმის, ეს რუსეთის სახელმწიფოა. ეს სავსებით ცხადია. ხანდახან, ვცდილობ, არ დავკონკრეტდე და ზოგადად, დავგმო, თუმცა კარგად არის ცნობილი, ვის ვგმობ. არ არის აუცილებელი სახელის და გვარის მითითება“, - განაცხადა პონტიფიკოსმა უკრაინული მედიის ცნობით. „რატომ არ ვასახელებ პუტინს? იმიტომ, რომ ეს არ არის საჭირო, ეს უკვე ცნობილია. თუმცა ზოგჯერ ადამიანებს დეტალები აინტერესებთ. ყველამ იცის ჩემი პოზიცია, პუტინთან დაკავშირებით, მისი სახელის ხსენების გარეშეც", - განაცხადა რომის პაპმა.  

რომის პაპმა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ნაცისტურ „ოპერაცია რეინჰარდს“ შეადარა

რომის პაპმა ფრანცისკემ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი „ოპერაცია რეინჰარდს" შეადარა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ნაცისტებმა პოლონელი ებრაელები გაანადგურეს. „ორშაბათს, ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის კათოლიკე-ებრაული ურთიერთობის ცენტრმა „ოპერაცია რეინჰარდის“ წლისთავი აღნიშნა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამან ძირითადად ებრაული წარმოშობის თითქმის ორი მილიონი ადამიანის განადგურება გამოიწვია. დაე, ამ საშინელი მოვლენების გახსენებამ ჩვენში გააღვიძოს ყველა სურვილი და მოქმედება მშვიდობისაკენ. ისტორია მეორდება. ახლა ჩვენ ვხედავთ რა ხდება უკრაინაში. ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის“, - განაცხადა პონტიფმა.  

რომის პაპი: შეხვდით ქრისტესშობას „მოკრძალებულად“ და დაზოგილი სახსრები უკრაინას გაუგზავნეთ

რომის პაპი ფრანცისკე, დღეს გამოვიდა მოწოდებით, რომ წლევანდელი ქრისტესშობა „მოკრძალებულად“ აღინიშნოს და საჩუქრების ხარჯების შეზღუდვის შედეგად დაზოგილი თანხები „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაეგზავნოს. თავისი ყოველკვირეული მიღების დროს, ფრანცისკემ უკრაინელებთან მიმართებით, ხალხს სადღესასწაულო პერიოდში ქველმოქმედების „კონკრეტული ქმედებებისკენ“ მოუწოდა.  „სასიამოვნოა შობის აღნიშვნა და წვეულებების გამართვა, მაგრამ მოდით, ცოტათი შევამციროთ საშობაო ხარჯების დონე. მოდით, უფრო მოკრძალებულად შევხვდეთ შობას, მოკრძალებული საჩუქრებით და დანაზოგი გავუგზავნოთ უკრაინელ ხალხს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება", - თქვა ფრანციხკემ.  შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რომის პაპი ფრანცისკემ ატირდა, როცა რომში ტრადიციული ლოცვის დროს უკრაინელების ტანჯვა ახსენა.  

რომის პაპი უკრაინაში ომს გლობალურს უწოდებს და უახლოეს მომავალში მის დასასრულს ვერ ხედავს

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს გლობალურს უწოდებს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მის დასასრულს ვერ ხედავს. ამის შესახებ პონტიფმა ესპანურ გაზეთ ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „მე ვერ ვხედავ დასასრულს უახლოეს პერიოდში, რადგან ეს არის გლობალური ომი. ეს არ დაგვავიწყდეს“, - განაცხადა რომის პაპმა.  რომის პაპმა ფრანცისკემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვატიკანი მზად არის საომარი მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, შუამავლის როლი იტვირთოს.

რომის პაპი: ეს მსოფლიო ომია - ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა

ეს მსოფლიო ომია. ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა. „მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, იპოვონ მშვიდობიანი გადაწყვეტილებები ხალხის სასიკეთოდ. ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, შეეხოს მათ გულებს, ვისაც შეუძლია, შეაჩეროს ომი უკრაინაში. არ დავივიწყოთ იმ ხალხის ტანჯვა, განსაკუთრებით ბავშვების, მოხუცების და ავადმყოფების ტანჯვა. ეს მსოფლიო ომია. მოდით, ნუ დაგვავიწყდება ეს. ომში უკვე რამდენიმე ხელია ჩართული. ვფიქრობ, ომი იმართება მაშინ, როცა იმპერია იწყებს დასუსტებას და როცა არის იარაღი გამოსაყენებელი, გასაყიდად და შესამოწმებელი. მეჩვენება, რომ აქ ბევრი ინტერესია“, - აღნიშნა პაპმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რომის პაპი: იესოს ბაგაში წოლა გვიჩვენებს, სად არის ცხოვრებაში ნამდვილი სიმდიდრე: არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებში

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გამართულ საშობაო ღვთისმსახურებისას „ომი, სიღარიბე და ხარბი კონსუმერიზმი“ დაგმო. პაპის თქმით, იესოს ბაგაში წოლა გვიჩვენებს, სად არის „ცხოვრებაში ნამდვილი სიმდიდრე: არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებში“. „მაშინ, როცა ცხოველები თავიანთ ბაგაში იკვებებიან, კაცები და ქალები ჩვენს სამყაროში, სიმდიდრისა და ძალაუფლების შიმშილით, მათ მეზობლებსაც, ძმებსა და დებსაც კი ჭამენ. რამდენი ომი გვინახავს! და რამდენ ადგილას, დღესაც, ადამიანურ ღირსებასა და თავისუფლებას არად აგდებენ! როგორც ყოველთვის, ამ ადამიანური სიხარბის ძირითადი მსხვერპლი სუსტები და მოწყვლადები არიან“, - აღნიშნა რომის პაპმა.  

რომის პაპი საშობაო მიმართვისას, უკრაინაში „უაზრო ომის“ დასრულების მოწოდებით გამოვიდა

რომის პაპმა ფრანცისკემ ტრადიციულ საშობაო გზავნილში, უკრაინელ ხალხს მშვიდობა უსურვა. რომის პაპმა ყველას მოუწოდა, გაიხსენონ ბავშვები, რომლებიც დღეს მშივრები არიან, მაშინ როცა ამდენი რესურსები იარაღზე იხარჯება. „მოდით, საკვები მხოლოდ მშვიდობის ინსტრუმენტად ვაქციოთ“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ. ის უკრაინაში მიმდინარე „უაზრო ომის“ დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. „თუკი გვინდა, ეს იყოს შობა, იესოს და მშვიდობის დაბადება, მოდით, გავიხედოთ ბეთლემში და წარმოვიდგინოთ იმ ბავშვის სახე, რომელიც ჩვენთვის იშვა და დაე, ამ პატარა და უცოდველ სახეში დავინახოთ ყველა იმ ბავშვის სახე, რომლებსაც, ყველგან მსოფლიოში, მშვიდობა სურთ“, - განაცხადა რომის პაპმა.  

ვატიკანში, ბენედიქტ XVI-სთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს

ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპ ბენედიქტ XVI-სთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია დაიწყო.  პონტიფიკოსის ცხედარი ბაზილიკის ცენტრში კუბოს გარეშეა გამოფენილი, ის წითელ ლიტურგიკულ სამოსშია გამოწყობილი და ხელში როზარია (ლოცვის როსარიონი) უჭირავს. დამშვიდობების ცერემონია სულ სამი დღე გაგრძელდება. დღეს, 2 იანვარს, ცერემონიას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯ მელონი დაესწრო. დაკრძალვას სავარაუდოდ 60 000-მდე ადამიანი დაესწრება. ბენედიქტ XVI 31 დეკემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო პირველი მოქმედი პაპი, რომელიც ჯანმრთელობის მიზეზების გამო გადადგა და ბოლო ათი წელი მონასტერში ცხოვრობდა.  

რომის პაპ ბენედიქტ XVI-ს ხვალ დაკრძალავენ

ვატიკანში, რომის ემერიტუსი პაპის ბენედიქტ XVI-ის დაკრძალვა ხვალ გაიმართება. სულის მოსახსენიებელ მესას პაპი ფრანცისკე აღავლენს. პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება შეგახსენებთ, ბენედიქტ XVI შაბათს, 31 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბენედიქტ XVI კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 2005 წლიდან იყო. 2013 წელს ის პირველი რომის პაპი გახდა ბოლო 600 წლის განმავლობაში, რომელიც პეტრეს საყდრიდან გადადგა.  

რომის პაპი პატრიარქს: ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ, როგორც ლოცვისთვის მომზადების ღირებულ საშუალებას

„გულწრფელ სურვილებს ვუგზავნი თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას და ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გიწყალობოთ ჯამრთელობა და სულიერ ნიჭთა სიუხვე თქვენი მრავალწლიანი მწყემსური მსახურების გზაზე“, - ასე მიულოცა რომის პაპმა ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილე და აღსაყდრების 45 წლისთავი. წერილში აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც პატრიარის მრავალწლიან უფლის მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა და ქვეყნის მნიშვნელოვნად გარდასახვა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო ილია მეორის მზრუნველობაზე, ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა.  ამასთან, რომის პაპი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს განსაკუთრებით აფასებს. „მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად აღსაყდრების ორმოცდამეხუთე წლისთავთან დაკავშირებით და ოთხმოცდამეათე დაბადების დღის აღსანიშნავად, გულწრფელ სურვილებს ვუგზავნი თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას და ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გიწყალობოთ ჯამრთელობა და სულიერ ნიჭთა სიუხვე თქვენი მრავალწლიანი მწყემსური მსახურების გზაზე. მაშინ, როდესაც თქვენს მრავალწლიან უფლის მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა და თქვენი ქვეყნის მნიშვნელოვნად გარდასახვა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო თქვენს მზრუნველობაზე, ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა. ეს მახსენებს მოციქულის სიტყვებს: „მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.“ [ფილიპე 1:6). მაშასადამე, ვლოცულობ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგმადლოთ ძალა, რათა განაგრძოთ ქრისტეს სახის ძიება, ვინაიდან თქვენ მოწმობთ მის სამყაროსადმი სიყვარულს და იბრძვით სამწყსოს და მთელი ქართველი ხალხის სასიკეთოდ. პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება გთხოვთ იცოდეთ, რომ მე განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ, როგორც ლოცვისთვის მომზადების ღირებულ საშუალებას. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია! ძვირფასო ძმაო, ვლოცულობ, რომ ღვთისმშობელმა დაგიფაროთ თავისი კალთის ქვეშ, გეხვევით და გისურვებთ მშვიდობას, ასევე ვთხოვ თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას, რომ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებშიც“, - ნათქვამია რომის პაპის მისალოც წერილში.  

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა. ფრანცისკემ მათ ქვეყანაში არსებული უსამართლობისა და თანამდებობის პირების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა. ვიზიტის პირველ დღეს პაპმა შეხვედრები წმინდა ტერეზას ტაძარში ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ლიდერებთან გამართა. ცნობისთვის, სამხრეთ სუდანმა სუდანისგან დამოუკიდებლობა 2011 წელს მოიპოვა და ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა გახდა.   

მზად ვარ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შევხვდე - რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ინფორმაციას იტალიური მედია, „კორიერე დელა სერა“ ავრცელებს. „მე მსურდა მოსკოვში ჩასვლა პუტინთან სასაუბროდ, და მე მგონი, გაჩნდა პატარა ფანჯარა, მაგრამ მინისტრმა ლავროვმა მითხრა – ვნახოთ, მოგვიანებით. ეს ჟესტი არ იყო ჩაფიქრებული და იმის გამეორება, რაც არ იყო ჩანაფიქრში, შეუძლებელია“, – აცხადებს რომის პაპი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

რომის პაპი: საქართველო ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი, როცა გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ

რომის პაპმა ფრანცისკემ, საქართველოზე საუბრისას, ვატიკანში ვიზიტით მყოფ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას განუცხადა, რომ „საქართველოს ისტორია აღსავსეა სიბნელიდან ნათელში გადასვლის ფაქტებით. პონტიფიკოსის მიმართვის სრული ტექსტი წმინდა საყდრის ნუნციომ საქართველოში, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკურმა გაავრცელა. „საქართველოს ისტორია აღსავსეა სიბნელიდან ნათელში გადასვლის ფაქტებით, რამეთუ თქვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი როცა საუკუნეების მანძილზე გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ. არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ. მუდამ ხალისიანი და მამაცი, სტუმრისა და სიცოცხლის მოყვარე ერი, ყველაზე შავბნელ პერიოდებშიც კი, სწორედ რწმენისა და კულტურის წყალობით ინარჩუნებდა ოპტიმისტურ განწყობას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია როლი კათოლიკური ეკლესიისა, რომელმაც ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ქართველი ერის კულტურასა და ისტორიას”, - აღნიშნა პაპმა. შეხვედრისას, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ „ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს“. რომის პაპის თქმით, „ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად”. მან განათლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „ხშირად სწორედ დავიწყება და გულგრილობა აბნელებს და განურჩეველს ხდის ყოველივეს ირგვლივ; ხოლო კულტურა და განათლება წარსულის ხსოვნას გვიბრუნებს და შუქს ჰფენს აწმყოს. ეს აუცილებელია ახალგაზრდის და, საერთოდ, მთელი საზოგადოების ზრდისთვის”. „როგორც შევიტყვე, კეთილშობილ ქართულ ენაში ტერმინი „educazione“ (“აღზრდა”) ჟღერს როგორც „განათლება“. ეს ძალზე საინტერესოა, რადგან მომდინარეობს სიტყვიდან „ნათელი“ და გულისხმობს უვიცობის წყვდიადიდან ცოდნის სინათლისკენ სვლას. აღზრდა თქვენებურად ნათლისკენ მობრუნებაა, განათლების სინონიმია. ეს ძალზე ნიშანდობლივია - ბნელ ოთახში სანთლის ანთებას ჰგავს; არაფერი იქ არსებული არ იცვლება, მაგრამ ყოველი საგანი სხვაგვარად წარმოჩნდება. სწორედ ასეთია თქვენს უნივერსიტეტში მიღებული განათლება, რომელიც ყველაფრის შუაგულში ადამიანის პიროვნულ ღირსებას მოიაზრებს”, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ. პონტიფიკოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაც ახსენა და აღნიშნა, რომ როცა სევდა შემოაწვება, მის მუსიკას უსმენს. „მახსენდება პატრიარქი ილია - დიდი ადამიანი! როცა სევდა შემომაწვება, მის მუსიკას ვუსმენ, მის სიმღერებს და თავს უკეთ ვგრძნობ! ბრავო! - ღვთისკაცი, რომლის სახესაც ჩემს ლოცვებში ვატარებ და რომლის ძვირფას მუსიკალურ ქმნილებებსაც შთაგონებით ვუსმენ. გულში ვინახავ მასთან შეხვედრებს, განსაკუთრებით, საპატრიარქო ტაძარში, როცა ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ნიშნად ქრისტეს კვართისა, რომელიც სახარებაში აღწერილია, როგორც „არა ნაკერი, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი“ (იო 19, 23) და რომელიც გადმოცემისამებრ, ეკლესიის ერთიანობას, ქრისტეს სხეულს განასახიერებს. თქვენი უნივერსიტეტი ნათელი მაგალითია კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ნაყოფიერი თანამშრომლობისა კულტურისა და განათლების სფეროებში. არ მავიწყდება ჩინებული ღვინო, პატრიარქმა ილიამ რომ გამასინჯა - მაგარი, მაგრამ ძალიან კარგი!“, - განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპი: ქართველები იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს

„ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს ამავე დროს, ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად“, - ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი რომის პაპთან შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. პაპმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა ქართველ დიპლომატზე, სულხან-საბა ორბელიანზე, რომლის სახელსაც ატარებს უნივერსიტეტი და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი, იმსახურებს ფართო გზასა და შესაძლებლობებს:  „ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს ამავე დროს, ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად. რომის პაპი: საქართველო ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი, როცა გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ მაგალითის სახით, აქაც სინათლეს მოვიშველიებ, რომელიც იმისთვის კი არ არსებობს, რომ თვითონ გამოჩნდეს, არამედ იმისთვის რომ სხვას გაუნათოს ირგვლივ და მის იქით არსებული სივრცე. ასეა კულტურაც, რომელიც ახალ ჰორიზონტებს ხსნის და საზღვრებს აფართოებს. ამიტომაც, გისურვებთ იქცეთ „საამურ შუქად“ ახალგაზრდობისთვის და მადლობას მოგახსენებთ თქვენი საქმიანობისათვის”, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ. მან სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას 13 თებერვალს, ვატიკანში უმასპინძლა.   შეხვედრას უნივერსიტეტის დამფუძნებლები, პროფესორები, საბაუნის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.  

რომის პაპი უკრაინაში მიმდინარე ომს აბსურდულს და სასტიკს უწოდებს და მისი დასრულების მოწოდებით გამოდის

რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში მიმდინარე ომს აბსურდული და სასტიკი უწოდა და მისი დასრულების მოწოდებით გამოვიდა. შესაბამის ცნობას CNN ავრცელებს. რომის პაპმა ომის მოახლოებულ წლისთავს ნაღვლიანი უწოდა. „მოდით, დავრჩეთ წამებულ უკრაინელ ხალხთან ახლოს“. ნანგრევებზე აგებული მშვიდობა არასოდეს იქნება ნამდვილი გამარჯვება“, - განაცხადა რომის პაპმა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.

რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოშია. ვატიკანის სპიკერმა მატეო ბრუნიმ განაცხადა, რომ რომის პაპი კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. თუმცა ზოგიერთი იტალიური მედიასაშუალება წერს, რომ პაპს სავარაუდოდ, სუნთქვის პრობლემები აწუხებს, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თავის მხრივ, Reuters-ის ინფორმაციით, რომელიც ვატიკანის განცხადებას ეყრდნობა, პაპს რესპირატორული ინფექცია აქვს და მკურნალობისთვის საავადმყოფოში რამდენიმე დღის გატარება დასჭირდება. ვატიკანის განცხადებითვე, 86 წლის პაპი ბოლო დღეებში სუნთქვის გაძნელებას უჩიოდა. ტესტებმა აჩვენა, რომ მას COVID-19 არ ჰქონდა.  

რომის პაპი ფრანცისკე სამდღიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს

სამდღიანი მკურნალობის შემდეგ რომის პაპი ფრანცისკე გემელის საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. „მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“, - უთხრა რომის პაპმა საავადმყოფოსთან შეკრებილ ადამიანებს. ექიმების რეკომენდაციით, რომის პაპის ჯანრთელობის მდგომარეობა მისი საავადმყოფოდან გაწერის საშუალებას იძლეოდა. რომის პაპი გემელის საავადმყოფოში ოთხშაბათს სუნთქვის გაძნელებით გადაიყვანეს.  

სექსი არის ერთ-ერთი მშვენიერი რამ, რაც ღმერთმა აჩუქა ადამიანს - რომის პაპი

დოკუმენტური ფილმის კონტექსტში, რომელიც მალე გამოვა ეკრანებზე, რომის პაპი ფრანცისკე განიხილავს სქესობრივი კავშირის უპირატესობებს და ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანს. დოკუმენტური ფილმი კათოლიკური ეკლესიის მოდერნიზაციის მცდელობის ნაწილია, რომლის ხელმძღვანელიც 20 წლამდე ასაკის 10 ადამიანის კითხვებს პასუხობს. კერძოდ, რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ "დის­ნეი +" - ის დო­კუ­მენ­ტურ ფილმში, "პა­სუ­ხობს პაპი" ახალ­გაზ­რდე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხა. რომის პაპი: გემრიელი საჭმელი და სექსი ღვთაებრივი სიამოვნებაა მას ­ჰკითხეს სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე, მათ შო­რის, ლგბტ უფ­ლე­ბებ­ზე, აბორტზე, პორ­ნო ინ­დუსტრი­ა­ზე, სექსზე. რწმე­ნა­ზე, ასე­ვე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში. აბორ­ტის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას განაცხადა, რომ მღვდლე­ბი უნდა იყ­ვნენ მო­წყა­ლე­ნი ქა­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტა გა­და­წყვი­ტეს, მაგ­რამ ეს პრაქ­ტი­კა მი­უ­ღე­ბე­ლია. „ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ღვთის შვი­ლია. ღმერ­თი არა­ვის უარ­ყოფს, ღმერ­თი მა­მაა და მე არ მაქვს უფ­ლე­ბა, ვინ­მე ეკ­ლე­სი­ი­დან განვდევ­ნო“, - განაცხადა რომის პაპმა.  

რომის პაპი: დაე, მთელი საერთაშორისო საზოგადოება გლობალურად ომის დასასრულებლად იბრძოდეს

„დაე, უფალმა ანუგეშოს დაჭრილები და ყველა, ვინც ომის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა... დაე, პატიმრები დაბრუნდნენ სახლებში და მთელი საერთაშორისო საზოგადოება გლობალურად ომის დასასრულებლად იბრძოდეს“, - რომის პაპმა ფრანცისკემ წმ. პეტრეს მოედანზე, აღდგომის საზეიმო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ვატიკანში შეკრებილ დაახლოებით 100 000 მორწმუნეს, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან, ტრადიციული სააღდგომო სიტყვით "Urbi et Orbi" ("ქალაქსა და მსოფლიოს") მიმართა. პაპმა ფრანცისკემ მოწყვლადი ადამიანებისთვისაც ილოცა.  შიმშილის, ნარკომანიის, ადამიანებით ვაჭრობისა და მონობის ყველა სხვა ფორმის მსხვერპლთათვის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დაე, უფალმა ნუგეში მისცეს ლტოლვილებს, დეპორტირებულებს, პოლიტპატიმრებსა და მიგრანტებს რომის პაპმა დახმარება ითხოვა ჰაიტისთვისაც, სადაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა. ილოცა ტუნისისთვის, ისევე როგორც, საერთაშორისო ტერორიზმის მსხვერპლთა ნუგეშისცემისთვის, განსაკუთრებით ბურკინა ფასოში, მალიში, მოზამბიკსა და ნიგერიაში. ახსენა სირია, ილოცა ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის დიალოგის განახლებისთვის; ლიბანის დახმარებისთვის, რომელიც სტაბილურობისა და ერთიანობის აღსადგენად იბრძვის. მან სააღდგომო გზავნილში მიანმარიც ახსენა. ყურადღება გაამახვილა ნიკარაგუასა და ერიტრეაში ქრისტიანების მდგომარეობაზეც. „დაე, უფალმა მხარი დაუჭიროს მშვიდობისა და შერიგების ძალისხმევებს ეთიოპიაში, სამხრეთ სუდანსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“  

რომის პაპი ფრანცისკე მოუწოდებს მსოფლიოს, არ დაივიწყოს უკრაინელები, რომლებიც კვლავ იტანჯებიან ომისგან

რომის პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა მსოფლიოს, არ დაივიწყონ უკრაინელები, რომლებიც კვლავ იტანჯებიან ომით. ამის შესახებ Vatican News-ი იტყობინება. მომავალ პარასკევს, რომის პაპი ფრანცისკე ბუდაპეშტში გაემგზავრება. რომის პაპმა ასევე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის უნგრელ ხალხთან მის ვიზიტს. სუდანში ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, რომის პაპმა ფრანცისკემ ყველას მოუწოდა, ილოცონ „სუდანელი ძმებისთვის და დებისთვის“. რომის პაპმა ფრანცისკემ ძალადობის დაუყონებლივ შეწყვეტისა და დიალოგის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა. რომის პაპი ფრანცისკე უნგრეთში 28-30 აპრილს ვიზიტის დროს უკრაინაში მშვიდობის განხილვას გეგმავს.  

რომის პაპი დენის შმიგალს უმასპინძლებს

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს 27 აპრილს, უნგრეთში პონტიფიკოსის სამოციქულო ვიზიტის წინა დღეს მიიღებს. უკრაინული მედიის ცნობი, ამის შესახებ Ansa იუწყება. ვატიკანმა განაცხადა, რომ შეხვედრა სამოციქულო სასახლეში ხუთშაბათს, დილის 9 საათზეა დაგეგმილი. უკრაინის პრემიერ-მინისტრი იტალიაში ოთხშაბათს, 26 აპრილს ჩავა, სადაც უკრაინის აღდგენის ორმხრივ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და მის შედეგებს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან წარადგენს. რომის პაპმა ფრანცისკემ 23 აპრილს მოუწოდა მსოფლიოს, არ დაივიწყონ უკრაინელები, რომლებიც კვლავ იტანჯებიან ომით.  

რომის პაპმა ფრანცისკემ ქალებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის ისტორიული უფლება მისცა

რომის პაპი ხმის უფლებას ქალებს პირველად მისცემს ოქტომბერში ეპისკოპოსთა გავლენიან გლობალურ შეხვედრაზე. ამის შესახებ BBC წერს. აქამდე ქალებს მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით შეეძლოთ შეკრებებზე დასწრება. ახლა საუბარია ხუთ ქალ სასულიერო პირზე, რომელთაც მონაწილეობის უფლება ექნებათ. 70-მდე გაიზრდება იმ არასასულიერო წევრების რიცხვიც, რომელთაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ.  

შმიგალმა რომის პაპს რუსეთის მიერ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს მშვიდობის ფორმულა და რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში დახმარების საკითხი. ამ თემაზე შმიგალმა თავად ისაუბრა. „მე ვთხოვე მის უწმინდესობას დახმარება უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში, რომლებიც დაკავებულები, დაპატიმრებული, რუსეთში დანაშაულებრივი გზით დეპორტირებულნი არიან“, - განაცხადა შმიჰალმა რომში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, რომის პაპთან განიხილა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულა და მისი განხორციელების შესაძლო გზა, ასევე ამ საკითხში ვატიკანის დახმარების საკითხი.   შმიგალი იტალიაში ოთხშაბათს, 26 აპრილს ჩავიდა და ოფიციალური შეხვედრები გამართა.

ვატიკანი ჩაერთო სამშვიდობო მისიაში და ცდილობს, დაასრულოს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის - რომის პაპი

ვატიკანი ჩართულია სამშვიდობო მისიაში, რომელიც ცდილობს, დაასრულოს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას და აღნიშნა, რომ ის ასევე მზად არის, ჩაერთოს უკრაინელი ბავშვების რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწაზე დეპორტაციის საკითხში. როგორც ცნობილია, შესაბამისი თხოვნით მას უკრაინის პრემიერმა ვატიკანში ვიზიტის დროს მიმართა. პაპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მიტროპოლიტ (ეპისკოპოს) ილარიონს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელს ბუდაპეშტში. „მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც გასაკეთებელია. ახლა გვაქვს მისია, მაგრამ ის ჯერ არ არის საჯარო. როდესაც ის საჯარო გახდება, მე აუცილებლად გამოვაქვეყნებ მას“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.  

ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების მიზნით, რუსეთსა და უკრაინას რომის პაპის წარმომადგენლები ეწვევიან - მედია

ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკების მიზნით, რომის პაპი ფრანცისკე წარმომადგენელბის გაგზავნას გეგმავს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან. ამის შესახებ Meduza-ს ცნობით, Il Sismografo წერს. ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არიან, მიიღონ რომის პაპის წარმომადგენლები. საიტი არ ასახელებს ამ ინფორმაციის წყაროს. არც კრემლს და არც ზელენსკის ოფისს კომენტარი არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპი ფრანცისკე აპირებს ბოლონიის არქიეპისკოპოსის, მატეო ზუპის გაგზავნას კიევში, რათა შეხვდეს ზელენსკის. ხოლო არქიეპისკოპოსი, კლაუდიო გუჯეროტი მოსკოვში პუტინთან შესახვედრად ჩავა. ვატიკანის სპიკერმა მატეო ბრუნიმ უარი თქვა კომენტარზე, მაგრამ ახსენა ვატიკანის სახელმწიფო მდივნის პიეტრო პაროლინის ბოლო მოსაზრებები, რომ „ახლა არის მომენტი, ხელში ავიღოთ ინიციატივა, რათა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობა დამყარდეს. წყარომ Reuters განუცხადა, რომ ჯერ არ არსებობს რაიმე კონკრეტული" ინფორმაცია „ელჩების“ მოსკოვსა და კიევში მოგზაურობის შესახებ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.

რომის პაპმა, უკრაინაში სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელი დანიშნა

რომის პაპმა ფრანცისკემ, უკრაინაში სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელად კარდინალი ზუპი დანიშნა. უკრაინული მედიის ცნობით, წმიდა საყდრის პრესსამსახურმა დაადასტურა ეს ინფორმაციას 20 მაისს, რითაც ხაზი გაუსვა რომის პაპის ვალდებულებას რეგიონში დაძაბულობის შემსუბუქებისკენ. „რომის პაპმა ფრანცისკემ კარდინალ მატეო ზუპის მიანდო მისიის ხელმძღვანელობა, სახელმწიფო სამდივნოსთან შეთანხმებით, რომელიც ხელს უწყობს უკრაინის კონფლიქტში დაძაბულობის განმუხტვას, იმ იმედით, რომ ამით შეიძლება, დაისახოს მშვიდობის გზები, რაც არასოდეს მიუტოვებიათ წმინდა მამებს“. „ვატიკანი მიზნად ისახავს, გამოიყენოს კარდინალ ზუპის დიპლომატიური უნარები, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის დეესკალაციას და გზა გახსნას უკრაინაში გრძელვადიანი გადაწყვეტისკენ“, - წერს უკრაინული მედია. პრეზიდენტ ზელენსკის 13 მაისს, იტალიაში ვიზიტის დროს, ვატიკანში 40 წუთის განმავლობაში ესაუბრა რომის პაპი ფრანცისკე, ზელენსკი პირველად შეხვდა რომის პაპს 2020 წლის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ ზელენსკის ზეთისხილის რტოს პატარა ქანდაკება აჩუქა, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა.  

რომის პაპის დესპანი უკრაინაში მიემგზავრება

რომის პაპის დესპანი კარდინალი მატეო ზუპი სამშვიდობო მისიით კიევში ჩადის. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ვატიკანმა მოკლე განცხადება გამოაქვეყნა. მატეო ზუპი კიევს 5-6 ივნისს ეწვევა. ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების მიზნით, რუსეთსა და უკრაინას რომის პაპის წარმომადგენლები ეწვევიან - მედია 67 წლის ზუპიმ გასულ თვეში განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მისი როლი არ ითვალისწინებდა შუამავლობას ამ სიტყვის უხეში გაგებით, მაგრამ მზადაა, „გააკეთოს ყველაფერი" დაძაბულობის შესამსუბუქებლად.  

ზელენსკიმ რომის პაპის წარმომადგენელი მიიღო და მოუწოდა ვატიკანს, მხარი დაუჭიროს უკრაინის სამშვიდობო ფორმულას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 6 ივნისს კიევში რომის პაპის სპეციალურ წარმომადგენელს, კარდინალ მატეო ზუპის შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა წმიდა საყდარს, მხარი დაუჭიროს უკრაინის სამშვიდობო ფორმულას და აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენას, მათგან ბოლო იყო ხერსონის ოლქში კახოვკის კაშხლის განადგურება. „ეს დანაშაული უზარმაზარ საფრთხეებს შეიცავს და სავალალო შედეგები მოჰყვება ადამიანების სიცოცხლისა და გარემოსთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკიმ განუცხადა კარდინალ ზუპის, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და რუსეთის მიერ წარმოებული ომის გაყინვა არ გამოიწვევს მდგრად მშვიდობას და გაიმეორა, რომ კიევი თავის სამშვიდობო ფორმულას განიხილავს ერთადერთ ეფექტიან გეგმად. ზელენსკის თქმით, მხოლოდ ერთობლივ ძალისხმევას, დიპლომატიურ იზოლაციას და რუსეთზე ზეწოლას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსკოვზე და მოიტანოს სამართლიანი მშვიდობა. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ წმინდა საყდარს შეუძლია, კიევს დაეხმაროს უკრაინელი პატიმრების გათავისუფლებაში, რუსეთში დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებასა და სამართლიანობის აღდგენაში. რომის პაპის დესპანი უკრაინაში მიემგზავრება წმიდა საყდრის პრესსამსახურმა 20 მაისს განაცხადა, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ კარდინალ მატეო ზუპის, უკრაინაში სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობა დაავალა. ვატიკანი მიზნად ისახავს, გამოიყენოს კარდინალ ზუპის დიპლომატიური უნარები და ფართო ქსელი, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის დეესკალაციას და გზა გაუხსნას უკრაინაში გრძელვადიანი გადაწყვეტის გზას. 13 მაისს ზელენსკი 2020 წლის შემდეგ პირველად შეხვდა რომის პაპ ფრანცისკეს ვატიკანში და სთხოვა რომის პაპს, დაეგმო რუსეთის სამხედრო დანაშაულებები. რომის პაპმა ფრანცისკემ მანამდე თქვა, რომ ვატიკანი მზად არის შუამავლობისთვის. რომის პაპმა ფრანცისკემ ასევე განაცხადა, რომ ის მუშაობდა „საიდუმლო მისიაზე“, რათა შეაჩეროს ომი და დააბრუნოს ბავშვები, რომლებიც რუსეთმა გაიტაცა უკრაინიდან.  

რომის პაპი საავადმყოფოში გადაიყვანეს

რომის პაპი ფრანცისკე რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდება. ვატიკანმა განაცხადა, რომ ლაპაროტომია და ოპერაცია მუცლის კედელზე ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ჩატარდება ოთხშაბათს ნაშუადღევს და რომ პაპი საავადმყოფოში დარჩება "რამდენიმე დღე". როგორც ცნობილია, 86 წლის პაპს აღენიშნებოდა განმეორებადი ტკივილები და გაუარესებული სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია მუცლის თიაქრით.  

რომის პაპმა რუსეთის პატრიარქს მოსკოვის რომელიმე აეროპორტის ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა - რუსული მედია

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პატრიარქს, კირილს მოსკოვის რომელიმე აეროპორტის ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა. რუსული მედიის ინფორმაციით, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი მონღოლეთში გეგმავს ვიზიტს და საწვავის შესავსებად თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქში დაჯდება. „აეროპორტი ითვლება სატრანზიტო ზონად, ნეიტრალურად, ეს არ გამოიწვევს წინააღმდეგობას მათთან, ვინც ეწინააღმდეგება პონტიფიკოსის რუსეთში ვიზიტს. თუ ამაზე იქნება პატრიარქის პასუხი, მაშინ ასეთი შეხვედრა, შესაძლოა, 31 აგვისტოს შედგეს პაპის მონღოლეთისკენ მიმავალ გზაზე ან 4 სექტემბერს, უკან დაბრუნების დროს,“ – განაცხადა სტაროვერების მსოფლიო კავშირის თავმჯდომარე, ლეონიდ სევასტიანოვმა. კომენტარები არ გაკეთებულა არც რუსეთის ეკლესიის და არც ვატიკანის წარმომადგენლების მხრიდან. რომის პაპი ფრანცისკე და პატრიარქი კირილი მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს, კუბაზე, ჰავანის აეროპორტში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს იყო რომის კათოლიკური და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურთა პირველი შეხვედრა 1054 წლის დიდი სქიზმის შემდეგ, როდესაც ქრისტიანული ეკლესია კათოლიკურ და მართლმადიდებლურად გაიყო. 2022 წლის ივნისში პაპმა ფრანცისკე და პატრიარქმა კირილმა შეხვედრა იერუსალიმში დაგეგმეს, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, აუდიენცია გადაიდო. რომს პაპმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და ომის შეწყვეტისკენ მოწოდებითაც არაერთხელ გამოვიდა. რუსეთის პატრიარქმა კი, მხარი დაუჭირა რუსეთის აგრესიას. ამის გამო, ის დასავლეთის სანქციების ქვეშაა.  

ილია მეორე რომის პაპს: დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რომის პაპს ფრანცისკეს მადლობის წერილს უგზავნის. „თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენც დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც 2023 წლის ლისაბონის მსოფლიო ახალგაზრდების დღის მონაწილეთადმი თქვენს მიმართვაში გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების და მის მსხვერპლთა გამო. თქვენი გამორჩეული მზრუნველობა და სიყვარული ჩვენი ქვეყნისა ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის მაგალითია. შევთხოვ უფალს, არ მოგაკლოთ თვისი შემწეობა და მფარველობა. დიდი პატივისცემით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა,“ - ნათქვამია წერილში. შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. დღეს ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

რომის პაპმა ამერიკელ გენერალ მარკ მილის უმასპინძლა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალი მარკ მილი ორშაბათს ვატიკანში შეხვდა რომის პაპ ფრანცისკეს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი.  როგორც მილიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომის პაპთან საუბრიდან მან შეიტყო, რომ ის ძალიან შეშფოთებულია ადამიანების დაკარგული სიცოცხლის გამო უკრაინაში, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. „მას ძალიან აინტერესებდა ჩემი მოსაზრებების მოსმენა ომში არსებულ ვითარებაზე და ადამიანურ ტრაგედიაზე, რომელიც დატრიალდა უკრაინაში,“ - განაცხადა გენერალმა. „გასაოცარია 86 წლის პაპის ცოდნის სიღრმე მსოფლიო მოვლენების შესახებ. უბრალოდ იქ ყოფნა, მასთან საუბარი აქტუალურ თემებზე... ნამდვილი პრივილეგია იყო," - აღნიშნა მილიმ. AFP-ს ცნობით, ამავე შეხვედრაზე განიხილეს აფრიკის საკითხიც. ვატიკანს აუდიენციის დეტალები არ გაუსაჯაროებია. რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს, უკრაინაში მშვიდობისკენ რეგულარულად მოუწოდებს, ხოლო მისი წარმომადგენელი მატეო ზუპი მაისსა და ივნისში ეწვია კიევსა და მოსკოვს. ვატიკანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ზუპი მალე პეკინში გაემგზავრება. ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ ვატიკანმა მხარი დაუჭიროს კიევის სამშვიდობო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსული ჯარების გაყვანასა და საომარი მოქმედებების შეწყვეტას. რომის პაპის წარმომადგენელი საუბრობს, რა მიზნით იმყოფებოდა მოსკოვში  

რუსეთის შესახებ რომის პაპის სიტყვების გამო, უკრაინის ეკლესია განმარტებას ითხოვს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რომის პაპის სიტყვებს გამოეხმაურა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ წმინდა საყდრისგან განმარტებას ელოდება ნებისმიერი მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად. ფოტო: Vatican News, 25 აგვისტო, ტელეგადაცემა რომის პაპ ფრანცისკეს მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში კათოლიკე ახალგაზრდების მე-10 რუსულ შეხვედრაზე უკრაინის ეკლესიის შეფასებით, პაპის სიტყვები შესაძლოა, აღქმული იყოს მხარდაჭერად იმ ნაციონალიზმის და იმპერიალიზმის, რომელიც დღეს უკრაინაში ომის მიზეზად იქცა - ომის, რომელსაც უკრაინელი ხალხისთვის ყოველდღე მოაქვს სიკვდილი და ნგრევა, მაშინ, როცა პაპი ფრანცისკე ყოველთვის გმობდა თანამედროვე მსოფლიოში იმპერიალიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და უკიდურესი ნაციონალიზმის საფრთხეებზე მიუთითებდა. 28 აგვისტოს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში, მსგავსი გამონათქვამები შთააგონებს აგრესორი ქვეყნის ნეოკოლონიალისტურ ამბიციებს. უკრაინის ეკლესიას იმედი აქვს, რომ პაპის სიტყვები ნათქვამი იყო სპონტანურად, ისტორიული შეფასებების მცდელობის გარეშე და მიზნად არ ისახავდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მხარდაჭერას. მანამდე, რომის პაპი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ გააკრიტიკა. მისი შეფასებით, კრემლი მსგავსი იმპერიალისტური პროპაგანდით და „დიდი რუსეთის" გადარჩენით ამართლებს ათასობით უკრაინელის მკვლელობას და ასეულობით ქალაქის და სოფლის განადგურებას. გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდებს ონლაინ გამოსვლის დროს უწოდა წმინდანების, მმართველების, პეტრე პირველის და ეკატერინე მეორის „დიდი რუსეთის" და უდიდესი განათლების, კულტურის და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები და განუცხადა, რომ ამ მემკვიდრეობით წინსვლა უნდა განაგრძონ. ეს სიტყვები წმინდა საყდრის ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება. რომის პაპის ციტატა „დიდი რუსეთის" შესახებ, მოყვანილია პეტერბურგში გამართული შეხვედრის ამსახველ მასალაში, რომელიც რუსეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის ვებგვერდზე აიტვირთა.  

ვატიკანმა რუსეთის შესახებ რომის პაპის სიტყვები განმარტა

ვატიკანი რუსი ახალგაზრდების მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე უკრაინული მხარის კრიტიკას ეხმაურება. „რომის პაპი მოუწოდებდა ახალგაზრდებს, შეინარჩუნონ და განავითარონ რუსეთის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეები. ეს ნამდვილად არ არის იმპერიალისტური ლოგიკისა და სახელმწიფო მოღვაწეების ქება,“ – განაცხადეს ვატიკანში. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებდა, რომ წმინდა საყდრისგან განმარტებას ელოდა ნებისმიერი მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად. უკრაინის ეკლესიის შეფასებით, პაპის სიტყვები შესაძლოა, აღქმული იყოს მხარდაჭერად იმ ნაციონალიზმის და იმპერიალიზმის, რომელიც დღეს უკრაინაში ომის მიზეზად იქცა - ომის, რომელსაც უკრაინელი ხალხისთვის ყოველდღე მოაქვს სიკვდილი და ნგრევა, მაშინ, როცა პაპი ფრანცისკე ყოველთვის გმობდა თანამედროვე მსოფლიოში იმპერიალიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და უკიდურესი ნაციონალიზმის საფრთხეებზე მიუთითებდა. 28 აგვისტოს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში, მსგავსი გამონათქვამები შთააგონებს აგრესორი ქვეყნის ნეოკოლონიალისტურ ამბიციებს. უკრაინის ეკლესია იმედოვნებდა, რომ პაპის სიტყვები ნათქვამი იყო სპონტანურად, ისტორიული შეფასებების მცდელობის გარეშე და მიზნად არ ისახავდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მხარდაჭერას. მანამდე, რომის პაპი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ გააკრიტიკა. მისი შეფასებით, კრემლი მსგავსი იმპერიალისტური პროპაგანდით და „დიდი რუსეთის" გადარჩენით ამართლებს ათასობით უკრაინელის მკვლელობას და ასეულობით ქალაქის და სოფლის განადგურებას. გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდებს ონლაინ გამოსვლის დროს უწოდა წმინდანების, მმართველების, პეტრე პირველის და ეკატერინე მეორის „დიდი რუსეთის" და უდიდესი განათლების, კულტურის და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები და განუცხადა, რომ ამ მემკვიდრეობით წინსვლა უნდა განაგრძონ. ეს სიტყვები წმინდა საყდრის ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება. რომის პაპის ციტატა „დიდი რუსეთის" შესახებ, მოყვანილია პეტერბურგში გამართული შეხვედრის ამსახველ მასალაში, რომელიც რუსეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის ვებგვერდზე აიტვირთა.

რომის პაპი მონღოლეთს ვიზიტით პირველად ეწვია

რომის პაპი ფრანცისკე ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი დელეგაციასთან ერთად ჩინგიზ ხანის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით დაეშვა. მას ოფიციალურ ცერემონიაზე მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატსცეგ ბატმუნხი დახვდა. რომის პაპის შეხვედრები მონღოლეთში, სადაც დაახლოებით 1500 კათოლიკე ცხოვრობს, შაბათს დაიწყება. მოსალოდნელია შეხვედტა მონღოლეთის პრეზიდენტთან, რის შემდეგაც ის ასევე სიტყვით მიმართავს დიპლომატიურ წარმომადგენლებს. მონღოლეთის დედაქალაქში პაპის ვიზიტის გასაშუქებლად თითქმის 150 უცხოელი ჟურნალისტი ჩავიდა. მონღოლეთისკენ მიმავალმა რომის პაპმა ფრანცისკემ ჩინეთის საჰაერო სივრცე გაიარა, რის გამოც მან მისასალმებელი შეტყობინება გაუგზავნა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინს. ვატიკანის პროტოკოლის თანახმად, რომ უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლისას რომის პაპი მისასალმებელ შეტყობინებებს გზავნის. „თავის გზავნილში რომის პაპმა თქვა: „კეთილ სურვილებს ვუგზავნი თქვენს აღმატებულებასა და ჩინეთის ხალხს, თქვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის გავლისას, მონღოლეთისკენ მიმავალ გზაზე. გარწმუნებთ ჩემს ლოცვაში ერის კეთილდღეობისთვის.“ მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ მისალმებამ კეთილგანწყობა აჩვენა. მისი თქმით, ჩინეთი მზადაა, ვატიკანთან კონსტრუქციული ურთიერთობა განაგრძოს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის გარდა, რომის პაპმა ფრანცისკემ მსგავსი გზავნილები გაუგზავნა ხორვატიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, სერბეთის, მონტენეგროს, ბულგარეთის, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ლიდერებს.  

რომის პაპის წარმომადგენელი ჩინეთს ეწვევა

რომის პაპის წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ზუპი სამშაბათს, 12 სექტემბერს, პეკინში დიპლომატიური მისიით გაემგზავრება, რათა უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევას დაეხმაროს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა. შეგახსენებთ, რომის პაპის წარმომადგენელი უკრაინას 5-6 ივნისს ეწვია. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე მან უკრაინაში არსებული ვითარება და ჰუმანიტარული თანამშრომლობა განიხილა, როგორც სამშვიდობო ფორმულის განხორციელების ნაწილი. გარდა ამისა, კარდინალი ზუპი რუსეთს ივნისის ბოლოს ეწვია. 17-19 ივლისს ის ვაშინგტონშიც ჩავიდა „უკრაინაში მშვიდობის ხელშეწყობის მისიის ფარგლებში.“ კარდინალი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს შეხვდა. ორივე მხარემ განიხილა წმიდა საყდრის ძალისხმევა ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, ასევე, ვატიკანის „ადვოკატირება“ იძულებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად.   

რომის პაპი: არ უნდა ვითამაშოთ უკრაინელების მოწამეობით

რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინელ ხალხს წამებული ერი უწოდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ იარაღის მოვაჭრეები ომის გაგრძელებით არიან დაინტერესებულნი.  „მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღით ვაჭრობასთან,“ - განაცხადა რომის პაპმა. პაპმა იარაღისა და დახმარების შესხებ დაპირებები თამაშს შეადარა. „ჩვენ არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამეობით,“ - აღნიშნა რომის პაპმა. მან კონკრეტული ქვეყნები არ დაასახელა. „ახლა ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკან იხევს და არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიცემა. იწყება პროცესი, რომელშიც მოწამე, რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხი იქნება და ეს მახინჯი რამ არის," - ამბობს რომის პაპი.  

რომის პაპმა „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ვატიკანში ყოველკვირეული აუდიენციის დროს „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და ამასთანავე, შეშფოთება გამოხატა „ღაზის სრული ალყის გამო.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. „ტკივილითა და შიშით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება ისრაელსა და პალესტინაში. ამდენი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ვლოცულობ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაინახეს, რომ დღესასწაული გლოვის დღედ იქცა და ვითხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ, - განაცხადა რომის პაპმა. „მათ, ვისაც თავს დაესხნენ, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ, მაგრამ მე ასევე მაწუხებს ღაზის სრული ალყა, რომელშიც პალესტინელები ცხოვრობენ და სადაც ასევე ბევრი უდანაშაულო მსხვერპლი იყო,“ - განაცხადა რომის პაპმა. „ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება, არამედ, მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც დამყარებულია სამართლიანობასა და დიალოგზე,“ - აღნიშნა რომის პაპმა. მისივე შეფასებით, ტერორიზმი და ექსტრემიზმი არ უწყობს ხელს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტას, არამედ, აძლიერებს სიძულვილს, ძალადობას, შურისძიებას და იწვევს ტანჯვას ორივე მხარისთვის."  

რომის პაპი: გთხოვთ, აღარსად დაიღვაროს სისხლი, ომები ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს

რომის პაპი ფრანცისკე ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისა და „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ „დიდი მწუხარებით ადევნებს თვალს ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ვითარებას“. „ვფიქრობ უამრავ ადამიანზე, რომლებიც იტანჯებიან, ახალგაზრდებსა და მოხუცებზე და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტყვეების გათავისუფლებისკენ. გთხოვთ, პატივი სცეთ ჰუმანიტარულ ვითარებას ღაზაში, რათა უზრუნველყოთ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა მთელი მოსახლეობის დასახმარებლად“. „გთხოვთ, აღარსად დაიღვაროს სისხლი. ომები ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს,“ - აღნიშნა პაპმა. რომის პაპმა „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა  

რომის პაპი: ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს - ძმებო, შეჩერდით

რომის პაპმა ფრანცისკემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. რომის პაპმა „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა „კიდევ ერთხელ ვფიქრობ იმაზე, რაც ისრაელსა და პალესტინაში ხდება. ძალიან შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძეველისთვის, დაშავებულისთვის, დაღუპულისა და მათი ოჯახებისთვის. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, რომ გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარება და გათავისუფლდნენ მძევლები. წამებულ უკრაინაზეც ვფიქრობ. ომი ყოველთვის დამარცხებაა. ეს ადამიანთა ძმობის განადგურებაა. ძმებო, შეჩერდით,“ - ამბობს რომის პაპი. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

რომის პაპი: ვილოცოთ უკრაინისთვის, პალესტინისა და ისრაელისთვის - ნურავინ მიატოვებს იარაღის გაჩუმების შესაძლებლობას, დაე, ცეცხლი შეწყდეს

რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს მიმართა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს. „მოდით, ნუ გავჩერდებით, ვილოცოთ უკრაინისთვის და პალესტინისა და ისრაელისთვის, სადაც მძიმე სიტუაციაა და ასევე, სხვა რეგიონებისთვის, სადაც ომია.“ „ღაზაში უზრუნველყოფილ უნდა იყოს ჰუმანიტარული დახმარების შესვლა და მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ნურავინ მიატოვებს იარაღის გაჩუმების შესაძლებლობას. დაე, ცეცხლი შეწყდეს, ომი ყოველთვის დამარცხებაა - ყოველთვის, ყოველთვის,“ - აღნიშნა რომის პაპმა.  

რომის პაპი ისრაელ - “ჰამასის“ კონფლიქტთან დაკავშირებით „ბრძნულ გამოსავალზე“ მიუთითებს

რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში ბრძნულ გამოსავალზე მიუთითა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტას. „ორი ხალხი, რომლებმაც ერთად უნდა იცხოვრონ. ბრძნული გამოსავალი არსებობს: ორი ხალხი, ორი სახელმწიფო, ოსლოს შეთანხმების თანახმად: ორი ძალიან შეზღუდული სახელმწიფო და იერუსალიმი განსაკუთრებული სტატუსით," - აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ. ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტაზე საუბრობს საერთაშორისო თანამეგობრობაც. ბევრი ქვეყანა მიიიჩნევს, რომ ეს კონფლიქტის ერთადერთი გამოსავალია.  

რომის პაპი: ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება

რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტზე საუბრისას მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „ვაგრძელებ ფიქრს პალესტინასა და ისრაელში არსებულ სერიოზულ ვითარებაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტოთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება!” - აღნიშნა რომის პაპმა. მას იმედი აქვს, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება მოხდეს.  

რომის პაპი მორწმუნეებს: როგორც ქრისტიანებმა, შობის დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა

რომის პაპმა ფრანცისკემ რეკომენდაცია გასცა, რომ მორწმუნეებმა შობის ღამე წელს მოკრძალებულად აღნიშნონ. მან ომში დაშავებული ადამიანებისთვის ილოცა. „ჩვენ ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, უკრაინაზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც განიცდის უბედურებას, შიმშილს. ნება მომეცით, მოგცეთ ერთი რეკომენდაცია, როგორც ქრისტიანებმა, ეს დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა და ის, რაც სჭირდება,“ – ამბობს რომის პაპი.  

რომის პაპი: დაე, სომხეთი და აზერბაიჯანი მიუახლოვდნენ საბოლოო მშვიდობას

საშობაო გზავნილის თანახმად, რომელსაც Vatican News-ი ავრცელებს, რომის პაპი ფრანცისკე მსოფლიო მშვიდობისთვის ლოცულობს. „დაე, სომხეთი და აზერბაიჯანი მიუახლოვდნენ საბოლოო მშვიდობას,“ - აღნიშნა რომის პაპმა. რომის პაპმა ასევე ილოცა საჰელის რეგიონის, აფრიკის რქის, სუდანის, კამერუნის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და სამხრეთ სუდანის ხალხისთვის - ყველა ადგილისთვის, სადაც დაძაბულობა მაღალია, მაგრამ მშვიდობა შესაძლებელია კეთილგანწყობისა და მძიმე ძალისხმევით. მან „ილოცა ომის დასასრულებლად, რომელიც ანადგურებს ადამიანთა სიცოცხლეს ისრაელსა და პალესტინაში“. ასევე, რომის პაპმა დაასახელა სხვა ქვეყნები, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, ახსენა ომით განადგურებული სირია, იემენი და ბრძოლა ლიბანში. მან ასევე ილოცა მშვიდობისთვის უკრაინაში. რომის პაპი: დღეს ჩვენი გული ბეთლემშია  

რომის პაპი: დღეს ჩვენი გული ბეთლემშია

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესის დროს, კიდევ ერთხელ გამოვიდა მშვიდობის მოწოდებით. რომის დღეს, ტრადიციულად, წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მორწმუნეებს ქადაგებით მიმართავს და შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.  „ამაღამ ჩვენი გულები ბეთლემშია, იქ, სადაც მშვიდობის პრინცი კიდევ ერთხელ არის უარყოფილი ომის ამაო ლოგიკით, სამხედროების შეჯახებით, რომელიც დღესაც ხელს უშლის მას სამყაროში ადგილის პოვნაში. მსოფლიოს მამა, რომელმაც სამყაროში ჭეშმარიტი მშვიდობის მომტანი გამოგზავნა, ბოლოს მოუღებს დამღუპველი იარაღის ხმებს, აღავლენს სიხარულის ახალ სიმღერას ადამიანთა გულებში და მისცემს ყველას ჰარმონიასა და სამართლიანობას,“ – აღნიშნა რომის პაპმა.  

რომის პაპმა და ზელენსკიმ მშვიდობის ფორმულაზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა. „ცოტა ხნის წინ ვესაუბრე მის უწმინდესობას, რომის პაპ ფრანცისკეს. განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი მუშაობა მშვიდობის ფორმულაზე - 80-ზე მეტი სახელმწიფო პროცესში უკვე წარმომადგენლების დონეზეა ჩართული, იქნება კიდევ მეტი,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკი „მადლიერია ვატიკანის მხარდაჭერის, რომელსაც ის უკრაინული მხარის მუშაობის მიმართ იჩენს.“ ამასთან, უკრაინის ლიდერმა X-ზე განთავსებულ პოსტში ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, რომ 80-ზე მეტი ქვეყანა უკვე ჩართულია „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელების პროცესში. „ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი სამუშაო „მშვიდობის ფორმულის“ განსახორციელებლად,“ – განაცხადა ზელენსკიმ.  

რომის პაპი: რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა - ვინც არ უნდა იყოს დაინტერესებული ამ კონფლიქტებით, სინდისის ხმას უნდა მოუსმინოს

რომის პაპმა ფრანცისკემ საახალწლო დღესასწაულზე ტრადიციული საკვირაო კურთხევის დროს ლოცვა „ტანჯული უკრაინელი ხალხისთვის, პალესტინისა და ისრაელის მოსახლეობისთვის და სხვებისთვის“ აღავლინა. მისი თქმით, ვინც არ უნდა იყოს დაინტერესებული კონფლიქტებით, სინდისის ხმას უნდა მოუსმინოს. რომის პაპმა განაცხადა, რომ 2023 წელი ომიანობით განცდილი ტანჯვით გამოირჩა. „წლის ბოლოს, უნდა გამოვიჩინოთ გამბედაობა და ვკითხოთ საკუთარ თავს : რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, რამდენი დაიღუპა და რამდენი ნგრევა, რამდენი ტანჯვა, რამდენი სიღარიბე მოიტანა.“    

რომის პაპი: სექსუალური სიამოვნება ღვთის საჩუქარია, მაგრამ კათოლიკებმა თავი უნდა აარიდონ პორნოგრაფიას

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ „სექსუალური სიამოვნება ღვთის საჩუქარია“, მაგრამ კათოლიკეები უნდა მოერიდონ პორნოგრაფიას. მის ციტატას გამოცემა Guardian ავრცელებს. მისი თქმით, სექსუალურ სიამოვნებას ძირს უთხრის პორნოგრაფია და ურთიერთობის გარეშე კმაყოფილებამ, შეიძლება, დამოკიდებულების ფორმები გამოიწვიოს. „ჩვენ უნდა დავიცვათ სიყვარული,“ - აღნიშნა რომის პაპმა. რომის პაპი: გემრიელი საჭმელი და სექსი ღვთაებრივი სიამოვნებაა  

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომის პაპ ფრანცისკეს პირველად შეხვდა

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომის პაპ ფრანცისკეს პირველად შეხვდა. შეხვედრა წმინდა პეტრეს ტაძარში შედგა, მესაზე, როდესაც არგენტინის პირველი ქალი წმინდანად შერაცხეს. „დიდი მადლობა...!!!" მილეიმ რომის პაპთან შეხვედტრის ამსახველი ფოტო ინსტაგრამზე ამ წარწერით გამოაქვეყნა. მილეი ორშაბათს, 12 თებერვალს პირადად უნდა შეხვდეს რომის პაპს, მანამდე კი, მოლაპარაკებები ექნება იტალიის ულტრამემარჯვენე პრემიერ ჯორჯია მელონისთან და ქვეყნის პრეზიდენტთან. როგორც Associated Press წერს, ოდესღაც ხავიერ მილეიმ რომის პაპს "იმბეცილი" უწოდა, რადგან მისი შეფასებით, რომის პაპი "სოციალური სამართლიანობის" იდეებს იცავს. მოგვიანებით, მილეიმ ბოდიში მოიხადა იმ შეურაცხყოფისა და კრიტიკისთვის, რომელიც მან ადრე საჯაროდ გამოთქვა რომის პაპის მიმართ.  

რომის პაპი: ვითხოვ, მოიძებნოს ადამიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის პირობების შექმნას

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას პირობები უკრაინაში მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის. მისი თქმით, ის ლოცულობს უამრავი უდანაშაულო მსხვერპლისთვის, რომელიც ამ ომს შეეწირა. „24 თებერვალს მწუხარებით გავიხსენეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავი. რამდენი მსხვერპლი, დაჭრილი, ნგრევა, ტანჯვა, ცრემლი იყო ამ პერიოდში, რომელიც საშინლად გრძელი ხდება და დასასრული ჯერ კიდევ არ ჩანს! ეს არის ომი, რომელიც არა მხოლოდ ევროპის ამ რეგიონს ანადგურებს, არამედ ზრდის შიშისა და სიძულვილის გლობალურ ტალღას,“ - განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე. „ვითხოვ მოიძებნოს ადამიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს დიპლომატიური გადაწყვეტის პირობების შექმნას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის,“ - აღნიშნა რომის პაპმა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

რომის პაპის თქმით, გენდერული თეორია არის „მახინჯი იდეოლოგია“, რომელიც საფრთხეს უქმნის კაცობრიობას

რომის პაპი ფრანცისკე ე.წ. გენდერული თეორიის საშიშროების შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რომის პაპის შეფასებით, გენდერული თეორია და გენდერული იდეოლოგია, რომელიც კაცებს და ქალებს შორის განსხვავებას აქრობს, საშიშია. „მე ვითხოვე, რომ ჩატარდეს კვლევები ჩვენი დროის ამ მახინჯ იდეოლოგიაზე, რომელიც აქრობს განსხვავებებს და ყველაფერს ერთნაირად აქცევს,“ - განაცხადა რომის პაპმა. „განსხვავებების გაქრობა ადამიანობის გაქრობას ნიშნავს,“ - განმარტა მან. რომის პაპმა გაიხსენა 1907 წელს რობერტ ჰიუ ბენსონის მიერ დაწერილი რომანი - „მსოფლიოს ბრძანებელი“, რომელშიც ნაწინასწარმეტყველევი იყო, რომ მომავალში სწორედ განსხვავებების გაქრობაზე იქნებოდა საუბარი. „წაიკითხეთ, თუ დრო გაქვთ, ის დღევანდელი დღის პრობლემებზე მოგვითხრობს,“ - მიმართა რომის პაპმა კონფერენციაზე შეკრებილებს.  

რომი პაპი უკრაინის ომზე: ყველაზე ძლიერია ის, ვისაც „თეთრი დროშის“ გამბედაობა აქვს

რომის პაპი უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს. შვეიცარიის მაუწყებელ RSI-თან ინტერვიუში რომის პაპს ჰკითხეს, როგორია მისი პოზიცია მიმდინარე დებატებზე მათ შორის, ვინც ამტკიცებს, რომ უკრაინამ უნდა დათმოს, რადგან ვერ შეძლო რუსული ძალების მოგერიება, მეორე მხრივ, მათზე, ვინც ამტკიცებს, რომ უკრაინის ასეთი ქმედება რუსეთის ქმედებების ლეგიტიმაციას გამოიწვევს. ინტერვიუერმა კითხვაში გამოიყენა ტერმინი „თეთრი დროშა.“ „ეს ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, მართალია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმეები კარგად არ მიდის, უნდა გქონდეს გამბედაობა მოლაპარაკებისთვის," - განაცხადა რომის პაპმა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს საერთაშორისო ძალების დახმარებით. მან ერთ-ერთ მომლაპარაკებელ ქვეყნად, რომელიც მსგავსი შეთავაზებით გამოვიდა, თურქეთი დაასახელა. Reuters-ი წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომის პაპმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას გამოიყენა ტერმინები - "თეთრი დროშა" და "დამარცხებული", თუმცა მოლაპარაკებების აუცილებლობაზე მას ადრეც უსაუბრია. მოგვიანებით, მის ნათქვამზე კომენტარი გააკეთა ვატიკანის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ. „პაპს არ უგულისხმია, რომ უკრაინამ კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს. მან მოლაპარაკებებისკენ მიუთითა ორივე მხარეს, რაც კაპიტულაციას არ ნიშნავს," აღნიშნა მატეო ბრუნიმ. მატეო ბრუნიმ ასევე განმარტა, რომ პაპმა გამოიყენა ინტერვიუერის მიერ წარმოთქმული ტერმინი - „თეთრი დროშა“ და გამოიყენა ის „საომარი მოქმედებების შეწყვეტის (და) მოლაპარაკებების გამბედაობით მიღწეული ზავის აღსანიშნავად. პაპის ინტერვიუს ფრაგმენტის გამოქვეყნებისას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სწორედ თურქეთში, პრეზიდენტ ერდოანთან მართავდა შეხვედრებს. ამ შეხვედრის დასასრულს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, მიიღოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები და, რომ ის „მტკიცედ შეუწყობს ხელს ომის შემდგომ უკრაინის აღმშენებლობის მცდელობებს.“ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სრულად გაათავისუფლებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს. თურქეთს რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტის მასპინძლობა სურს, რასაც ზელენსკი შეუძლებლად მიიჩნევს  

ლატვიის პრეზიდენტი: ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ შეიძლება, „თეთრი დროშა“ ბოროტებამ უნდა აღმართოს

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა. „ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ შეიძლება. უნდა ვებრძოლოთ მას და დავამარცხოთ, რათა ბოროტებამ თეთრი დროშა აღმართოს და კაპიტულაცია მოახდინოს,“ - დაწერა ლატვიის პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

კულება: ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ამით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა რომის პაპის ინიციატივას უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობის შესახებ. დმიტრო კულება წერს, რომ უკრაინა არ აპირებს თეთრი დროშის აწევას. უკრაინელი დიპლომატი მოუწოდებს ყველას, წარსულის შეცდომებს თავი აარიდონ და მხარი დაუჭირონ უკრაინას და მის ხალხს. „ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც სიკეთესა და ბოროტებას შორის ომში სიკეთის მხარეს დგას, ვინც არ ცდილობს ამ ორი მხარის ერთ სიბრტყეზე დაყენებას "მოლაპარაკება" უწოდოს. ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია. ეს არის დროშა, რომლითაც ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს ავწევთ სხვა დროშებს," - წერს უკრაინელი დიპლომატი და მადლობას უხდის რომის პაპს მშვიდობისთვის ლოცვების გამო. კულება ასევე იმედს გამოთქვამს, რომ პაპი ფრანცისკე იპოვის დროს და ესტუმრება უკრაინას იქ მცხოვრები კათოლიკების გასამხნევებლად.  

რომის პაპის კომენტარების შემდეგ, ვატიკანი აცხადებს, რომ პირველ რიგში რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი აგრესია

უკრაინელების მიერ თეთრი დროშის აღმართვის შესახებ გაკეთებული განცხადებით, პაპ ფრანციკეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური გადაწყვეტის პირობების შექმნა სურდა. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება ადამიანის არჩევანი იყო და პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორებმა უნდა შეწყვიტონ. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვატიკანი ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიდეს, ხოლო პირველი პირობა აგრესიის დასრულება უნდა იყოს. „უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი ბუნებრივი კატასტროფის შედეგი არ ყოფილა, არამედ ადამიანის არჩევანი იყო. იმ ადამიანურ ნებას, რომელმაც ეს ტრაგედია გამოიწვია, ასევე, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა აქვს, რომ მის დასასრულებლად შესაბამისი ნაბიჯები გადადგას და დიპლომატიურ გადაწყვეტას გზა გაუხსნას,“ - განაცხადა პაროლინმა. რომის პაპის განცხადებების გამო, უკრაინამ ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარა